IDFI-ს ტრენინგი ხელისუფლების მონიტორინგის მექანიზმების შესახებ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 22 იანვარი 2024

20 იანვარს IDFI-მ ჩაატარა ტრენინგი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ IDFI-ს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო კურსის მონაწილეები, რომელთა შორის არიან სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები. 

ტრენინგის სესიებს უძვებოდნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი, და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა მონიტორინგისა და მონაცემების ანალიზის ისეთი მექანიზმების ირგვლივ, როგორებიცაა:

 

- როგორ მოვიძიოთ სასურველი საჯარო მონაცემები სხვადასხვა ოფიციალური და სამოქალაქო პორტალებიდან და ვებგვერდებიდან? 

- როგორ დავამუშავოთ, გავაანალიზოთ და ერთმანეთთან დავაკავშიროთ მონაცემები?

- როგორ დავაკვირდეთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას;

- ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობის სტანდარტები;

- კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების დასადგენად საჭირო ონლაინ რესურსები და კვლევის მეთოდები; 

- მონაცემების ვიზუალურად გამოსახვის თავისებურებები.

 

გარდა ამისა, მონაწილეებს ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ მონაცემების მოპოვების გზებზე, მონაცემების ანალიზისა და ვიზუალურად გამოსახვის გამოცდილება ონლაინ ჩართვით გაუაზიარა მიხალ სკოპმა, ჩეხეთსა და სლოვაკეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგნაიზაციის KohoVolit.eu-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

 

ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეებმა იმუშავეს პრაქტიკულ შემთხვევებზე და გამართეს შესაბამისი დისკუსიები.

 

ღონისძიება გაიმართა პროექტის - ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024