მოსამართლეების მიერ მიღებული საჩუქრები 2020-2022

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 27 ოქტომბერი 2023

2022 წლის 25 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა „თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები 2020-2022“, რომელიც მიმოიხილავდა აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებულ ინფორმაციას.  კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ 2020-2022 წლებში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს.  ასევე, კვლევაში წარმოდგენილი  გარემოებები, რომლებიც დაკავშირებული იყო საჩუქრის მიმღები თანამდებობის პირის და საჩუქრის გამცემი პირის კავშირებთან,  საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების ბუნდოვან წარმომავლობასთან და სხვა, ეჭვებს აჩენდა მთელი რიგი შემთხვევების კანონიერებასთან დაკავშირებით. 

 

IDFI აგრძელებს ხელისუფლების შტოების მიხედვით, თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებული ინფორმაციის მონიტორინგს. წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს, მოსამართლეების მიერ  2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ  დეკლარირებულ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები არ წარმოადგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეებს, მათზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მოქმედება, მათ შორის საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები. შესაბამისად, მოსამართლეების შემთხვევაშიც საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს იდენტური შეზღუდვები, რაც სხვა საჯარო მოსამსახურეებზე.   კერძოდ, მოსამართლეებს  ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.  წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს.  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით  აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის, კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი.   საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიიღებს კანონით აკრძალულ საჩუქარს.

 

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებზე[1] შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რომელიც ერთი მხრივ, ავლენს ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრების მიმღებ პირებს, ხოლო მეორე მხრივ, მიმოიხილავს მიღებული საჩუქრების კანონთან შესაბამისობის საეჭვო შემთხვევებს.  

 

ძირითადი მიგნებები

 

      - 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონ ლარს;

      - 2020-2022 წლებში 3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ მოსამართლეებს, ხოლო 2 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს;

      - მოსამართლეებმა საჩუქრების 91% (4.5 მლნ. ლარი) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (430 ათასი ლარი) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით,  ხოლო 1% (33.4 ათასი ლარი) სხვა წყაროდან;
 

      - მოსამართლეებს  2.3 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 2.6 მილიონი ლარის საჩუქარი -  უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 129.5 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით;

      - საკონსტიტუციო სასამართლო წევრებიდან, 2020-2022 წლებში საჩუქარი მიღებული აქვს მხოლოდ ევა გოცირიძეს -  ოჯახის წევრისგან ფულადი თანხა 19.6 ათასი ევრო.

 

      - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან მშობლებისგან ძვირადღირებული  საჩუქრები მიიღეს ალექსანდრე წულაძემ (მიწის ნაკვეთი, 200 000 USD) და გიორგი მიქაუტაძემ (ფულადი თანხა, 100 000 USD);

 

      - 2020-2022 წლებში 18 მოსამართლის მიერ მიღებული საჩუქრების ღირებულება აღემატება 100 ათას ლარს; 

 

      - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული (მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო) მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და შვილს)  2020-2022 წლებში  მეუღლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით გამოუგზავნა  68,8 ათასი აშშ დოლარი და 2.3 ათასი ლარი;

 

      - მონიტორინგის ფარგლებში მოსამართლეების  და მათი ოჯახის წევრების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 7 შემთხვევა გამოვლინდა; 

      - მოსამართლეების  ცალკეული  დეკლარაციები,  არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ.  

 

დასკვნა

 

მოსამართლეების  ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების მსგავსად  ხშირია შემთხვევები  როდესაც ისინი იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს. ერთეული შემთხვევის გარდა, მოსამართლეებზე საჩუქრები გაცემულია იმ პირთა წრისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება არ ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კითხვებს აჩენს საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების წარმომავლობა, რისი სრულფასოვანი შესწავლაც  დამატებითი მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს.  ამ მხრივ, განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველად შესაძლებელია შეფასდეს   ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“  დასანქცირებული თუ ე.წ. სასამართლო კლანის სხვა წევრების მიერ ოჯახის წევრებისგან მიღებული სოლიდური ფულადი საჩუქრები. მაგალითად, სააპელაციოს სასამართლოს სანქცირებული მოსამართლის მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრების  მიერ უცხოეთიდან მიღებული საჩუქრები (68,8 ათასი აშშ დოლარი). ასევე,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ დედისგან საჩუქრად მიღებული ფულადი თანხა 100 ათასი აშშ დოლარი და სხვა.

 

მოსამართლეების დეკლარაციების მაგალითზეც, საჯარო სამსახურში საჩუქრის პოლიტიკის მოწესრიგების და აღსრულების კუთხით, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიერ გარკვეული საჩუქრების მიღებას, თუმცა ამ ნორმის დარღვევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არ არის დადგენილი. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების, მათ შორის მოსამართლეების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას.  

 

-------

 

[1] თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის მიხედვით, დეკლარაციაში აისახება წინა წელს მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, კვლევაში გაანალიზებული 2021-2023 წლებში შევსებული დეკლარაციები ფარავს თანამდებობის პირების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ მონაცემებს.

 

 

/public/upload/Analysis/giftsJustice.pdf

              

ანალიზი მომზადდა პროექტის - „ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა" - ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. ის ასევე დაფინანსებულია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების განვითარება. 

ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024