პროექტის პრეზენტაცია - საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 19 ნოემბერი 2021

18 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი“ პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიკა ოლსონმა

 

პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების პრაქტიკის გაგრძელება, მოცემული მექანიზმის განვრცობა რეგიონებში და დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტის ფარგლებში, IDFI შეაფასებს საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხს. შეფასება განხორციელდება სამი წლის განმავლობაში. პროექტის განხორციელების პირველ წელს    შეფასდება 8 კანონი და 8 კანონქვემდებარე აქტი ცენტრალურ დონეზე და 3 რეგულაცია მუნიციპალურ დონეზე.

 

საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხი ფასდება საკანონმდებლო აქტის შემუშავების ოთხ ეტაპზე:


- პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შემუშავების ეტაპი;
- კანონის/რეგულაციის ტექსტზე მუშაობის ეტაპი;
- ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან;
- Ex-ante რეგულირების გავლენის შეფასების ეტაპი.

 

დაინტერესებული მხარეების გამოკითხვის შემდეგ შემუშავდება ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება ყველა შერჩეული კანონის/რეგულაციის საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება.

 

ღონისძიების ფოტო გალერეა იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024