კოსოვო გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგს უერთდება

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 22 მარტი 2022

2022 წლის მარტში, კოსოვო შეუერთდა გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგს (Transparent Public Procurement Rating – TPPR). კოსოვო არის 42-ე ქვეყანა, რომელიც IDFI-ის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში შეფასდა. შეფასება ჩაატარეს Lëvizja FOL-მა და დამოუკიდებელმა ექპერტმა გრესა სმოლიკამ.

 

Levizja FOL არის დამოუკედებელი არასამთავრობო ორგანიზაცია პრიშტინაში (კოსოვოს დედაქალაქი). მისი მიზანია მისია გაამყაროს კარგი მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობისა და საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით. კვლევების, ადვოკატირების, საჯარო დაწესებულებების მონიტორინგის, კონფერენციებისა და სასწავლო პროგრამების მეშვეობით, FOL სპეციალიზირებულია სახელმწიფო ხარჯებში და კორუფციისა და ინსტიტუციური დაუდევრობის სხვადასხვა ფორმებთან ბრძოლაში.

 

Levizja FOL-ის მიერ შეიქმნა ღია შესყიდვების გამჭვირვალობის პორტალი, ონლაინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ვიზუალიზებულ ინფორმაციას მკვლევარებისთვის, ჟურნალისტებისთვისა და საზოგადოებრივი მონიტორინგის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საჯარო კონტრაქტების შესახებ.

 

კოსოვოს შეფასება მოიცავს 2018-2021 წლებს და სიღრმისეულად მიმოიხილა კოსოვოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა, გამოავნილა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები TPPR-ის უნიკალური მეთოდოლოგიის საშუალებით. დეტალური ანალიზის მიხედვით კოსოვო საკმაოდ კარგად ასრულებდა მეთოდოლოგიის შემადგენელ ინდიკატორებს და მიაღწია 83,36%-ს შეფასებაში, რაც მას რეიტინგით მე-4 ყველაზე მაღალ ქვეყანად აქცევს იმ 42 შორის, რომლებიც ამჟამად შეფასებულია TPPR-ის ფარგლებში.

 

საერთო მაღალ შეფასებას გარკვეულწილად აფერხებს შედარებით დაბალი ქულა გამჭვირვალობის კომპონენტში, სადაც კოსოვოს რეიტინგი იყო 59,17%. ეს ქულა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, თუ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია გამოქვეყნდება ელექტრონულ, მანქანით წაკითხვად ფორმატებში - რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერი სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გამჭვირვალობას და არის პრობლემა, რომელიც არსებობს TPPR-ის ფარგლებში შეფასებულ ბევრ ქვეყანაში.

 

ვინაიდან კოსოვო ამჟამად შესყიდვების კანონმდებლობის განახლების შესახებ მოლაპარაკებების პროცესშია, ვიმედოვნებთ, რომ ის გამოიყენებს შესაძლებლობას კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი უკვე შთამბეჭდავი რეიტინგი TPPR-ში.

 

IDFI განაგრძობს Levizja FOL-თან თანამშრომლობის კოსოვოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სისტემის გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმების გატარების მიზნით.

 

კოსოვოს სრული შეფასების წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024