სტატია

1 აპრილი 2022 image

ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში

საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და საჯაროდ წარდგენა, როგორც ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ფორმა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმით აიღო როგორც ვალდებულება. 

25 მარტი 2022 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდა

2022 წლის 23 მარტს დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ახალი სემესტრი, რომელიც გაიხსნა სამაგისტრო საგნით - კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები. 

23 მარტი 2022 image

ბერტელსმანის ტრანსფორმაციის 2022 წლის ინდექსი

ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი (BTI) 2004 წლიდან რეგულარულად აფასებს და აანალიზებს, წარმართავენ თუ არა და როგორ წარმართავენ განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნები სოციალურ ცვლილებებს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით (ანგარიშები ქვეყნდება ორ წელიწადში ერთხელ).

22 მარტი 2022 image

კოსოვო გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგს უერთდება

2022 წლის მარტში, კოსოვო შეუერთდა გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგს (Transparent Public Procurement Rating – TPPR). კოსოვო არის 42-ე ქვეყანა, რომელიც IDFI-ის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში შეფასდა. შეფასება ჩაატარეს Lëvizja FOL-მა და დამოუკიდებელმა ექპერტმა გრესა სმოლიკამ.

 

17 მარტი 2022 image

გამჭვირვალობის მხარდაჭერა უცხო ქვეყნების არალიბერალურ ზეგავლენასთან საბრძოლველად: საკანონმდებლო ორგანოების როლი

2022 წლის 17 მარტს IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორგანიზებულ, საზოგადოებრივი პრაქტიკის განმხილველ მესამესესიაში - „გამჭვირვალობის მხარდაჭერა უცხო ქვეყნების არალიბერალურ ზეგავლენასთან საბრძოლველად: საკანონმდებლო ორგანოების როლი“. 

11 მარტი 2022 image

საბჭოთა ეპოქა და ინფორმაციული ომი - IDFI-მ ათასწლეულის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

2022 წლის 10 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა ათასწლეულის სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს თემაზე - „საბჭოთა ეპოქა და ინფორმაციული ომი, როგორც მისი მემკვიდრეობა“.

2 მარტი 2022 image

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამის “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით მიმდინარე სასწავლო პროგრამის: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, გაზაფხულის სემესტრი დაიწყო.

1 მარტი 2022 image

ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიებმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიული დოკუმენტები დაამტკიცეს

25 და 28 თებერვალს, შესაბამისად, ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებით გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ადგილობრივი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა.

24 თებერვალი 2022 image

IDFI-მ ლანჩხუთისა და ამბროლაურის მერიის თანამშრომლებისთვის ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა

16-21 თებერვალს, IDFI-მ ლანჩხუთის და ამბროლაურის მერიების, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

24 თებერვალი 2022 image

IDFI-მ პროექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ დახურვის ღონისძიება გამართა

2022 წლის 24 თებერვალს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით,  პროექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ დახურვის ღონისძიება გამართა.