ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტენდენციები საქართველოში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | აქტუალური თემები | ანალიზი | სტატია 13 მაისი 2020

2016 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენებამ, ინტერნეტზე წვდომა გამოაცხადა ადამიანის ძირითად უფლებად, რომელიც პიროვნებას უნდა აძლევდეს „საკუთარი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიას“. „ინტერნეტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ინფორმაციის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის ხელშესაწყობად დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში“- იკითხება მოხსენებაში. 2018 წელს საქართველოს განახლებული კონსტიტუციის მე-17 მუხლშიც შევიდა მსგავსი ჩანაწერი, რომლის მიხედვით, „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება,“ რაც ნიშნავს რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება ინტერნეტი გახადოს ფართოდ ხელმისაწვდომი.


ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები მრავალი ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, ხოლო პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის ფონზე ამ ფრაზამ უფრო პირდაპირი დატვირთვა შეიძინა. შეზღუდული გადაადგილების პირობებში სასწავლო და სამუშაო პროცესი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დისტანციურ რეჟიმში ინტერნეტის მეშვეობით მიმდინარეობს, გაზრდილია კერძო და საჯარო სერვისებზე ონლაინ წვდომის მოთხოვნაც. ასევე, აღსანიშნავია, ინტერნეტის მნიშვნელობა საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით. პანდემიის პირობებში მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდება სასიცოცხლო მნიშვნელობის და სწრაფად განახლებადი ინფორმაცია საჯარო განცხადებების, მონაცემების თუ რეკომენდაციების სახით.


შესაბამისად, ინტერნეტზე წვდომის უქონლობამ შესაძლოა სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას ადამიანს, განსაკუთრებით ასეთ პერიოდში. მიუხედავად ამისა, ბოლო, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მეხუთედს ინტერნეტზე წვდომა არ გააჩნია.

 

IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის საჭირო ზომები, განახორციელოს კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტით.

 

ვიზუალიზაცია იხილეთ აქ

 

/public/upload/Sida/Internet-Geo.pdf

 

_____

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022