პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 13 მაისი 2020

13 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დასკვნითი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გამართა.

 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის შედეგებსა და მიღწევებზე. ასევე გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის „დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევები” და პროკურატურის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

 

პროექტი IDFI-მ 2018 წელს დაიწყო და განახორციელა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ღია საზოგადოების ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) თანადაფინანსებით. პროექტის პარტნიორები არიან - „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (CRRC) და „სტუდია მონიტორი“.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი აქტივობები:

 

- დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად პროკურორთა კომპეტენციის გაზრდის მიზნით ჩატარდა 4 ტრენინგი ოჯახში, ქალთა მიმართ ძალადობის და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე 70-მდე პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისთვის

 

- პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით დამზადდა ვიდეო  და ვიზუალიზაციის მასალები, რომლებიც გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. ვიზუალიზაცის მასალები ასევე მომზადდა შემდეგ თემებზე:

 

       1.  პროკურატურის სათათბირო ორგანოების ფუნქციები

       2.  პროკურატურის საპარლამენტო კონტროლი

       3.  გენერალური პროკურორის უფლებამოსილებები

       4.  საგანგებო მდგომარეობის დროს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკა

 

- მომზადდა ოთხი ჟურნალისტური გამოძიების ვიდეო გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურის როლთან დაკავშირებით და განხორციელდა მათთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხვა (რკინიგზის საქმე, ბიზნესმენ ბეგიაშვილის საქმე, მოსამართლეების საქმე, ბანკი კონსტანტას საქმე)

 

- მომზადდა ოთხი შუალედური გამოკითხვის შედეგები პროკურატურის მიმართ მოსახლეობის ნდობისა დამოკიდებულების შესახებ

 

- შემუშავდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ორი წლის ანგარიში (2017-2018 წლები), რომელიც საჯარო დისკუსიის ფორმატში იქნა განხილული

 

- გამოქვეყნდა 6 სტატია პროკურატურასთან დაკავშირებული სიახლეებისა და პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ (გენ. პროკურორის არჩევა, გენ. პროკურატურის რეფორმა, საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამიჯვნა, პროკურატურის როლი COVID-19-ის პირობებში ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით და სხვა)

 

- მომზადდა და საჯარო დისკუსიის ფარგლებში იქნა განხილული კვლევა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების შესახებ

 

IDFI მადლობას უხდის დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024