მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience რეგიონული ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 18 მაისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“), რეგიონულ ონლაინ შეხვედრაში.

 

შეხვედრას დაესწრნენ წარმომადგენლები რუსეთიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან და კოალიციის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

 

კოალიციის წევრები, რომლებმაც ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, არიან მნიშვნელოვანი არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნებში ახორციელებენ ისტორიის კვლევას, მემორიალიზაციას, დაკავებული არიან საგანმანათლებლო, საგამომცემლო და სამუზეუმო საქმიანობით. მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო „მემორიალი“ და „უკანასკნელი მისამართი“ (რუსეთი), პროექტი Gulag.cz (ჩეხეთი), რევოლუციის და სიმამაცის ეროვნული მუზეუმი/ იგივე მაიდანის მუზეუმი (უკრაინა) და სხვა ორგანიზაციები.

 

IDFI-ისთვის ვიდეოკონფერენცია გაცნობით ხასიათს ატარებდა, რადგან ორგანიზაცია პლატფორმას მცირე ხნის წინ შეუერთდა. კოალიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გააცნეს მიმდინარე საქმიანობა და ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ მუშაობისას, განსაკუთრებით კი მიმდინარე პანდემიის დროს ექმნებათ.

 

მათ შორის გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა:

 

- ინფორმაციის ნაკლები ხელმისაწვდომობა ისევე როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში.

 

- არქივების ღიაობის პრობლემა ზოგიერთ ქვეყანაში, რასაც IDFI-ის პროექტი და შექმნილი რეიტინგიც ადასტურებს.

 

- ზოგიერთი სახელმწიფოების მხრიდან ინტერესის ნაკლებობა რეპრესირებულების, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და ხსოვნის მემორიალიზაციის საკითხთან მიმართებით.

 

- ე.წ. „მეხსიერების ომები“ და სახელმწიფოების მხრიდან ამა თუ იმ ტიპის მეხსიერების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება, იგნორირება და მეხსიერებასთან ბრძოლა.

 

გამოვლენილ პრობლემებს შორის, საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა, არქივების ღიაობა, რის მისაღწევადაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წლების განმავლობაში მუშაობს.

 

გარდა ამისა, IDFI ბოლო წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს რეპრესირებულების საკითხზე, მათ შორის მათთვის სოციალური დახმარების და საყოფაცხოვრებო-კომუნალური შეღავათების გაზრდის თაობაზე, რისთვისაც 2020 წლის 24 აპრილის სტატიაში გასცა სპეციალური რეკომენდაციები მთავრობისთვის.

 

დასკვნის სახით კოალიციის წევრებმა აღნიშნეს, რომ  ორგანიზაციების მიერ წარმოებული საქმიანობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქვეყნებში არსებული პრობლემების გათვალისწინებით. მონაწილეებმა იმსჯელეს საკითხების გაფართოებაზე და რეგიონში კარგი პრაქტიკის გავრცელებაზე. გარდა ამისა, დაიგეგმა საერთო პროექტები და აქტივობების ზრდა რამდენიმე ისეთი მიმართულებით, რომლებიც უპასუხებს საერთო პრობლემებს.

 

 

 

____

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024