სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე
1930-იან წლებში, სტალინური ტერორის ეპოქაში აქტიურად იქმნებოდა ცენტრალიზებული საგანამანათლებლო სისტემა, რომელიც დაეფუძნებოდა მარქსისტულ პრინციპებს და კომუნისტური იდეალებით აღზრდიდა ახალ საბჭოთა მოქალაქეებს. საჯარო სკოლები, ისევე როგორც ბევრი სხვა სფერო, ტოტალიტარული კონტროლის ქვეშ მოექცა. სკოლა ჩამოყალიბდა პოლიტიზირებულ ინსტიტუტად, რომელიც აქტიურად ეწეოდა სტალინიზმის პროპაგანდას.