კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 ოქტომბერი 2019

ძირითადი იდეები, კონცეფციები, თეორიები და სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივები კორუფციის შესახებ - დღეს (2019 წლის 8 ოქტომბერი) ამ მოდულით დაიწყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა.

 

პროგრამაში მონაწილეობით 31 - სტუდენტი, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენელი - გაიღრმავებს ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენს კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.

 

„მონაწილეებმა გაიარეს ურთულესი შერჩევის პროცესი. იყო შემოსული დაახლოებით 500-მდე განაცხადი, საიდანაც შეირჩნენ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, ასევე, საჯარო სამსახურისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. პროგრამის გავლის შედეგად მონაწილეები არა მხოლოდ გაიღრმავებენ ცოდნას, არამედ შეეძლებათ გახდნენ კორუფციასთან ბრძოლის აქტიური მონაწილეები“, - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. 

 

"კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავებაპროექტის" მენეჯერი დავით მაისურაძე: "პროგრამა შედგება 8 მოდულისგან და გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში. სხვა თემატიკასთან ერთად, მონაწილეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: კორუფციისთან ბრძოლის სამართლებრივი მხარე, კარგი მმართველობა, კორუფცია და პოლიტიკა, კორუფციის ჟურნალისტური გამოძიება და როგორ მიაღწიეს წარმატებას კორფუციასთან ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში. სწავლა წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები  იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.“

 

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

 

 

გიორგი ჩხეიძე გვიყვება იმ საინტერესო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ, რომელსაც

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეები მისი სასწავლო მოდულის განმავლობაში მიიღებენ.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024