სტატია

14 ოქტომბერი 2019 image

IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა; ღია საზოგადოების ფონდის (OშGF) ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის პროექტის კოორდინატორმა ინა გრიგალაშვილმა; და პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ.

11 ოქტომბერი 2019 image

სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე

1930-იან წლებში, სტალინური ტერორის ეპოქაში აქტიურად იქმნებოდა ცენტრალიზებული საგანამანათლებლო სისტემა, რომელიც დაეფუძნებოდა მარქსისტულ პრინციპებს და კომუნისტური იდეალებით აღზრდიდა ახალ საბჭოთა მოქალაქეებს. საჯარო სკოლები, ისევე როგორც ბევრი სხვა სფერო, ტოტალიტარული კონტროლის ქვეშ მოექცა. სკოლა ჩამოყალიბდა პოლიტიზირებულ ინსტიტუტად, რომელიც აქტიურად ეწეოდა სტალინიზმის პროპაგანდას.

8 ოქტომბერი 2019 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

ძირითადი იდეები, კონცეფციები, თეორიები და სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივები კორუფციის შესახებ - დღეს (2019 წლის 8 ოქტომბერი) ამ მოდულით დაიწყო IDFI-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა. 

5 ოქტომბერი 2019 image

IDFI-ის ტრენინგი ქალაქ ქუთაისში

IDFI-მ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ქუთაისში ტრენინგი ჩაატარა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი, იმის შესახებ თუ, როგორ აღმოაჩინონ და გადაამოწმონ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში, გააკონტროლონ ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა, მოიპოვონ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და ა.შ.

 

2 ოქტომბერი 2019 image

ბათუმში აღმოჩენილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვანის შესახებ

რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლა, მათთვის სათანადო პატივის მიგება და ხსოვნის უკვდავყოფა უმნიშვნელოვანესი და აქტუალურს საკითხს წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

27 სექტემბერი 2019 image

IDFI-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად საჯარო დისკუსია გამართა

IDFI სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად გამართა საჯარო დისკუსია 2019 წლის 22 მაისს ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, კანონპროექტის შესახებ მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გასაზიარებლად.

25 სექტემბერი 2019 image

„გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის“ წარმატება - კოსტა რიკაში შესყიდვების მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს

2019 წლის აგვისტოში კოსტა რიკამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებაში. ქვეყნის გენერალური მაკონტროლებლის ოფისმა რამდენიმე კანონმდებლის მხარდაჭერით წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესახებ კანონის სრულყოფილ რეფორმას.

 

24 სექტემბერი 2019 image

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფში ზეპირი მოსმენა გაიმართა

დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა საკითხზე: სახელმწიფო უწყებებში არსებული მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები.

 

18 სექტემბერი 2019 image

IDFI-მ სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

2019 წლის 18 სექტემბერს IDFI-მ სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: სიერა-ლეონის თავჯდომარის მოადგილე პარან უმარ ტარავალი; არასამთავრობო ორგანიზაცია „კარგი მმართველობის კამპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარსელლა სამბა-სესაი; და ვესტმინსტერის ფონდის პროგრამის კოორდინატორი ალუსინე დიამონდ სუმა.

4 სექტემბერი 2019 image

საქართველოს პარლამენტმა არქივების ღიაობის შესახებ IDFI-ის საკანონდებლო წინადადება განიხილა

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 30 აგვისტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე (N1-7153/19; 10.04.2019).