თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის, 4 აპრილის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ. სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაავალა ინფორმაციის გაცემა საარქივო ფონდის დოკუმენტებზე დაშვების შესახებ განხილულ განცხადებათა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული არქივის განცხადებით, ის არ აწარმოებდა IDFI-ის მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებს.