სტატია

6 აპრილი 2018 image

IDFI-ის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ყირგიზეთში

2-4 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები პროექტის „გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში და მის მიღმა“ სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ბიშკეკს, ყირგიზეთს.

2 აპრილი 2018 image

პარლამენტის და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის ახალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

ბიზნეს სექტორის 40 წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს 2018 წლის 2 აპრილს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

13 მარტი 2018 image

ციფრული ტექნოლოგიები ღია პარლამენტისთვისთვის საქართველოში

საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო საქმიანობას ელექტრონულად მიადევნებენ თვალს. მობილური აპლიკაციისა და პარლამენტის ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნა. 

28 თებერვალი 2018 image

პრეზენტაცია: საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორია – DataLab

საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემთა ბაზები საჯარო პოლიტიკისა და ფინანსების საკითხებზე 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან, რომელთა გაცნობა და გამოყენება ამიერიდან საზოგადოებას ონლაინ რეჟიმში შეეძლება – 28 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ახალი ღია მონაცემების პლატფორმის – www.DataLab.ge პრეზენტაცია ჩაატარა.

21 თებერვალი 2018 image

გენდერული თანასწორობა – მდგრადი განვითარების ქვაკუთხედი

2018 წლის 21 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მონაწილლება იმსჯელეს გენდერულ თანასწორობაზე, როგორც მდგრადი განვითარების ერთერთ საკვანძო საკითხზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევის პერსპექტივები, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.

5 თებერვალი 2018 image

საქართველო საკანონმდებლო ღიაობას ზრდის

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან 13 სრულად, ხოლო 11 კი ნაწილობრივ შეასრულა. 2017 წლის მიღწევებს შორისაა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედება. ღია პარლამენტის ვალდებულებების შესრულება 2018 წელს გაგრძელდება.

23 იანვარი 2018 image

ღია მმართველობის პარტნიორობა - „საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანას, რეფორმათა უფრო ამბიციური გეგმის დასახვა მართებს“

2018 წლის 23 იანვარს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდამჭერმა გუნდმა (Support Unit) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ რეფორმების უფრო ამბიციური გეგმის შემუშავების საჭიროებაა განხილული. სტატიაში ნათქვამია:

 

9 იანვარი 2018 image

მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური დღის წესრიგი და საქართველოს მიერ განვლილი გზა 2015 წლიდან დღემდე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება - ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

27 დეკემბერი 2017 image

საქართველოში პეტიციების ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

22 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების პორტალი (ichange.gov.ge) აამოქმედა. პორტალის გამოყენებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული პეტიციის შექმნა, ხოლო საკმარისი ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება უპასუხოს პეტიციას და ეს პასუხი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს პორტალზე.

25 დეკემბერი 2017 image

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმების შესახებ ინფორმაცია საჯაროა -სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI Vs. შემოსავლების სამსახური

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაადგინა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზი) შემოწმების შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას, შესაბამისად ის წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.