IDFI-მ ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო საარქივო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 15 აპრილი 2018

პროექტის – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივების ღიაობა კოორდინატორი ანტონ ვაჭარაძე მონაწილეობდა ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში (ICARUS-ის რიგით მეოთხე დღეები და EURBICA კონფერენცია). ღონისძიების სათაური იყო „ევროპული საარქივო ლანდშაფტი: ახალი ჰორიზონტების მიღწევა“.


ღონისძიება გაიმართა არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) ეგიდით და შედიოდა ორგანიზაციის 2018 წლის ოფიციალურ კალენდარში (https://www.ica.org/en/events). პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: კონსორციუმი ICARUS (საარქივო კვლევების საერთაშორისო ცენტრი), ქალაქ სპლიტის სახელმწიფო არქივი და EURBICA (ICA-ის ევროპის რეგიონული ფილიალი). მონაწილეები წარმოადგენდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროპული ქვეყნების ეროვნულ არქივებს და მუზეუმებს, უნივერსიტეტებსა და სხვა აკადემიურ დაწესებულებებს.


ღონისძიება ოფიციალურ ნაწილთან ერთად საშუალებას იძლეოდა არქივისტებს ერთმანეთში დაემყარებინათ პროფესიული კავშირები, აგრეთვე მონაწილეებს მიეცათ ადგილობრივ საარქივო დაწესებულებებში ვიზიტის შესაძლებლობა. საარქივო სფეროს ძირითადმა ევროპელმა წარმომადგენლებმა აქტიურად განიხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.


კონფერენციაზე წარმოდგენილ და განხილულ მთავარ თემებს შორის იყო ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია არქივების დაცვის, აღრიცხვის და გაციფრულების კუთხით; მიმდინარე საარქივო პროექტები და პროგრამები ევროპის მასშტაბით და არქივებსა და კერძო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობა. პრეზენტაციებმა და დისკუსიებმა მოიცვა ყველა ის ძირითადი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც არქივები, საარქივო პროექტები და ცალკეული მეცნიერები აწყდებიან.


პროექტი – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივების ღიაობა ეხება იმ მთავარ პრობლემებს, რომლებსაც მკვლევრები / მოქალაქეები აწყდებიან არქივების გამოყენებისას. ეს პრობლემები გავლენას ახდენენ თანამედროვე საზოგადოებების წინაშე არსებულ უფრო ფართო გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება გამჭვირვალობას, ინფორმაციის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა რეაბილიტაციას.


კონფერენციაზე ანტონ ვაჭარაძემ წარადგინა და განიხილა პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმწიფო არქივების შეფასების უნიკალური მეთოდოლოგია, რომელსაც არ აქვს ანალოგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ანტონ ვაჭარაძის გამოსვლას ესწრებოდნენ სფეროს მთავარი ევროპელი წარმომადგენლები: ICA-ს წარმომადგენელი დებორა ჯენკინსი, ICARUS-ის პრეზიდენტი ტომას აიგნერი, მალტის მთავარი არქივისტი ჩარლზ ფურუჯია, რომელიც არჩეულია ICA-ს პრეზიდენტად 2019-2020 წლებში, და სხვა მრავალი ქვეყნის არქივისტი და სფეროში მოღვაწე პირი. ყველა ეს ადამიანი გაეცნო IDFI-ის პროექტს და გამოთქვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ინტერესი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024