საერთაშორისო კონფერენცია - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 23 სექტემბერი 2018

ა/წ 20-22 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“.

 

მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ზედიზედ მესამე წელია იმართება და მასში ქართველი არქივმცოდნეების და ისტორიკოსების გარდა მონაწილეობენ საერთაშორისო მონაწილეებიც.


კონფერენციის მთავარი მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.


სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ეხმაურება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ქვეყანას და 20-მდე არქივს, მათ შეფასებას პროექტის ფარგლებში შექმნილი უნივერსალური მეთოდოლოგიით და შემდგომ ადვოკატირებას იმ არქივებთან, რომლებშიც საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკაში ღიაობა არ არის უზრუნველყოფილი.


პროექტის მენეჯერის, ლევან ავალიშვილის და კოორდინატორის, ანტონ ვაჭარაძის ერთობლივი თემა კონფერენციაზე წარადგინა ანტონ ვაჭარაძემ და ისაუბრა როგორც პროექტის განვლილ ეტაპებზე, ასევე დამსწრეებს აჩვენა ახალი ვებსაიტის პროტოტიპი, რომელიც 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.


პანელს დაესწრო საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, თეონა იაშვილი, რომელიც დაინტერესდა პროექტით და განსაკუთრებით საქართველოს არქივების მიერ დაგროვილი ქულებით. პრეზენტაციის შემდეგ თეონა იაშვილმა და ანტონ ვაჭარაძემ დეტალურად განიხილეს მეთოდოლოგიის ის პუნქტები, რომლებშიც საქართველოს ეროვნულმა არქივმა არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა.


პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტის დროულად იყო დაგეგმილი და განხორციელებული, ხოლო სახელმწიფო არქივებს მართლაც მოეთხოვებათ მეტი ღიაობა. აქვე აღინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში შემავალი ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუკ) არქივის თაობაზე, რომლის განადგურებაც თბილისის სამოქალაქო ომის დროს, 1990-იან წლებში დღემდე ურთულეს მოვლენად რჩება თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ამ მოვლენის შემდეგ ბევრი კითხვა კვლავ ღიადაა დარჩენილი და ზოგადად ეს სიტუაცია არაერთი სპეკულაციის მიზეზი გამხდარა.


პროექტის საიტის გაშვების შემდეგ დეტალური ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება არამარტო საქართველოს, არამედ კიდევ ცხრა ქვეყნის სახელმწიფო არქივების ხელმძღვანელებისთვის. IDFI-ს პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში არქივებს გაუწევენ რეკომენდაციას, თუ რომელ კომპონენტებში უნდა გამოასწორონ თავიანთი მუშაობა და ვიმედოვნებთ, რომ ისინი გაითვალისწინებენ და გამოასწორებენ აღნიშნულ ხარვეზებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024