პრეზენტაცია: საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორია – DataLab

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 28 თებერვალი 2018

საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემთა ბაზები საჯარო პოლიტიკისა და ფინანსების საკითხებზე 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან, რომელთა გაცნობა და გამოყენება ამიერიდან საზოგადოებას ონლაინ რეჟიმში შეეძლება – 28 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ახალი ღია მონაცემების პლატფორმის – www.DataLab.ge პრეზენტაცია ჩაატარა.

 

ღონისძიებას საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პლატფორმა შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

ღონისძიებას გახსნეს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში იოჰანეს დაუმამ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა

 

„ეს ინიციატივა აძლიერებს საზოგადოებას, მოქალაქეს აძლევს საშუალებას კრიტიკულად დააკვირდეს მთავრობას, გადაამოწმოს ინფორმაცია და გამოიყენოს იგი საერთო სარგებლისთვის. იმედი მაქვს, ამ პლატფორმას ყველა თაობა გამოიყენებს, როგორც სტუდენტები ისე პროფესიონალები.“ - აღნიშნა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში იოჰანეს დაუმამ ღონისძიების გახსნით სიტყვაში.

 

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და მათ საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისთვის.

 

„საჯარო სექტორის მონაცემები საზოგადოებისთვის ინფორმაციის უდიდესი წყაროა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენი პლატფორმა – www.DataLab.ge, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ღია მონაცემთა ბაზების დამუშავების და საზოგადოებისთვის მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა პორტალ www.DataLab.ge-ის ფუნქციონალური და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ.

 

პორტალზე განთავსებულია IDFI-ის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზები 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან. მონაცემთა ბაზები პორტალის მომხმარებლისთვის წარმოდგენილია ღია, დამუშავებად ფორმატში (ექსელი და CSV).

 

„მისი მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, ონლაინ რეჟიმში ააგოს მონაცემთა ვიზუალიზაციები (გრაფიკული გამოსახულება), გადმოწეროს და გამოიყენოს მისთვის სასურველი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა, ფინანსები, ტრანსპორტი, და სხვა. IDFI პერიოდულად განაახლებს ინფორმაციას უწყებების და თემების მიხედვით. “ – განმარტა ლევან ავალიშვილმა.


ღონისძიების დასასრულს, IDFI-ის ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა ისაუბრა ანალიტიკური სტატიების კონკურსის პირობებისა და წარდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმების შესახებ, რომელიც 2018 წლის 28 თებერვალს გაიხსნა და 15 აპრილს დასრულდება.


კონკურსის მიზანია, საზოგადოებაში ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება. აუცილებელი პირობაა, რომ კონკურსანტებმა სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენონ www.DataLab.ge -ზე გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული: I ადგილის მფლობელს გადაეცემა 1,600 ლარი; II ადგილს – 1,200 ლარი; ხოლო III ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება 900 ლარით. გარდა ამისა, საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.idfi.ge) და სოციალურ (Facebook და Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

 

- დამატებითი ინფორმაცია კონკურსების შესახებ იხილეთ IDFI-ის ვებგვერდი: https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/15/   

 

- საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემების ფორმატში მისაღებად იხილეთ: www.DataLab.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024