IDFI-ის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ყირგიზეთში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 6 აპრილი 2018

2-4 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები პროექტის „გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში და მის მიღმა“ სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ბიშკეკს, ყირგიზეთს.


ვიზიტის ფარგლებში, IDFI-ის და მისი პარტნიორი ორგანიზაციის Kyrgyzstan Forum on Official Development Assistance (FODA) წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ყირგიზეთის მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანი იყო IDFI-ს და FODA-ს მიერ შემუშავებული ყირგიზეთის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასების წარდგენა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.


სამუშაო შეხვედრა გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ულან ოზუმბეკოვთან. შეხვედრისას, IDFI-მ და FODA-მ განიხილეს პროექტის ფარგლებში ყირგიზეთის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასება, წარადგინეს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები (საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი). სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტმა მზაობა გამოთქვა FODA-სთან ერთად ემუშავა აღნიშნულ ცვლილებებზე და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში რიგი ცვლილებების ვალდებულებად აღების საკითხი განეხილა.


3 აპრილს გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც კვლევის შედეგები წარედგინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს. კვლევის წარდგენასთან ერთად, განხილული იყო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და OGP-ის როლი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესების პროცესში.


ვიზიტის ბოლო დღეს, გაიმართა შეხვედრა ყირგიზეთის პარლამენტის (ჟოგორკუ-კენეში) დეპუტატთან - აიდა ისმაილოვასთან. დეპუტატთან განხილული იყო IDFI-სა და FODA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პარლამენტისთვის წარდგენის და მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024