IDFI საერთაშორისო კონფერენციაზე - ინფორმაციაზე წვდომის უფლების 250-ე წელი

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 23 სექტემბერი 2016

2016 წლის 21-22 სექტემბერს IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს კიევში, უკრაინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „ინფორმაციაზე წვდომის უფლების 250-ე იუბილის აღნიშვნა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული სისტემების შემდგომი გაძლიერება“.


ღონისძიება ორგანიზებული იყო უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ ევროპის საბჭოს უკრაინის ოფისთან თანამშრომლობით განხორციელებული ორი პროექტის ფარგლებში: „მედიის თავისუფლების გაძლიერება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემის დამყარება უკრაინაში“ და „მედიის თავისუფლება უკრაინაში“.


კონფერენციის მიზანი იყო აღენიშნა „ცოდნის უფლების“ სამართლებრივი აღიარების 250-ე წელი და განეხილა არსებული პრობლემები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში უკრაინასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში. კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.


დამსწრეებს შორის იყვნენ უკრაინის პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან და შვედეთიდან, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და 20-ზე მეტი მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და მოლდოვა). მთლიანობაში ღონისძიებას 150 მონაწილე დაესწრო.


მისასალმებელ სიტყვაში უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ვალერია ლუტკოვსკამ განაცხადა, რომ: „კორუფციის აღმოფხვრა შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და სახელმწიფო ორგანოების ღიაობისა და გამჭვირვალობის გარეშე. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი გადაჯაჭვულია უკრაინის ევროპულ არჩევანთან.“


უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა ჰიუ მინგარელის განცხადებით: „ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფო საინფორმაციო კომისიის/კომისიონერის შექმნა, როგორც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე პასუხისმგებელი ორგანო. ახალი ორგანოს შექმნამდე კი უნდა გაძლიერდეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი არსებული ორგანო (ომბუდსმენი).“


ინფორმაციაზე წვდომის უფლების გლობალური რეიტინგის მიხედვით, უკრაინა 19 ადგილს იკავებს მაშინ, როდესაც 3 წლის წინ პირველ ათეულში შედიოდა. რეიტინგი 61 ინდიკატორის მეშვეობით აფასებს ქვეყნების საკანონმდებლო ჩარჩოს. უკრაინა ჩამორჩა სხვა ქვეყნებს, რადგან მას გაუჭირდა სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების შედეგებია: აზერბაიჯანი - მე-11, მოლდოვა - მე-16, საქართველო - 32-ე, ხოლო სომხეთი - 34-ე ადგილი.


კონფერენციის მსვლელობისას IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი გამოვიდნენ მოხსენებით ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოში. გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობაზე საქართველოში და მისი პრაქტიკული განხორციელების პრობლემებზე. მან ასევე წარმოადგინა IDFI-ის მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები. ლევან ავალიშვილმა ისაუბრა ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცვის მექანიზმებზე საქართველოში, ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის საუკეთესო საშუალებაზე - დამოუკიდებელ საჯარო ინფორმაციის კომისიონერის შექმნა. 


ევროპის საბჭო ინფორმაციაზე წვდომის უფლებას 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იცავს. მას ამ სფეროში არაერთი სტანდარტი აქვს დანერგილი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო 2009 წლის „კონვენცია ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ“ (ტრომსოს კონვენცია). ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის უკრაინის საკითხში სპეციალური მრჩევლის რეგილ ბრილატის თქმით, ევროპის საბჭომ შეიმუშავა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სავალდებულო საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც აღიარებს ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უფლებას. სამწუხაროდ, კონვენციის ხელმოწერა და რატიფიკაცია ჯერ არ განუხორციელებია ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს, რის გამოც იგი ჯერ არ შესულა ძალაში. ამ ეტაპზე, კონვენცია რატიფიცირებულია 9 ქვეყნის მიერ. მის ძალაში შესვლას მეათე ქვეყნის რატიფიკაციაღა სჭირდება. სხვა საკითხებს შორის, კონფერენციის ასევე მონაწილეებმა განიხილეს კონვენციის ძალაში შეყვანის გზები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024