IDFI-ის დირექტორი ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციაზე
IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2016 წლის ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციაში (World e-Parliament Conference 2016), რომელიც ვალპარაისოში, ჩილეს პარლამენტში გაიმართა 28-30 ივნისს. კონფერენცია, რომელიც ორ წელში ერთხელ იმართება, არის მსოფლიო მასშტაბის ფორუმი, სადაც საპარლამენტო საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება განიხილება.