ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 6 ივლისი 2016

ავტორი: გიორგი ლომთაძე

 

1 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რითიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად აღიარა.


რეზოლუციის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტის გამოყენების დროს (Online) იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ (მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება), რომლებითაც სარგებლობენ კავშირგარეშე (Offline). რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს ხელი შეუწყონ ციფრულ წიგნიერებას (digital literacy) და უზრუნველყონ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტში, რაც განათლების უფლების ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტია. 

 

ასევე, რეზოლუციის მე-10 პუნქტი:


„ერთმნიშვნელოვნად გმობს ელექტრონულ ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას.“


გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე დაყრდნობით, რეზოლუცია მოუწოდებს მთავრობებს დაიცვან მისი 15-ვე პუნქტი, რათა ადამიანის უფლებები ინტერნეტშიც იყოს დაცული.


აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს შემდეგმა ქვეყნებმა:


• რუსეთი
• ჩინეთი
• საუდის არაბეთი
• ინდონეზია
• ინდოეთი
• სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

 

ამ ქვეყნებისთვის პრობლემური იყო რეზოლუციის მე-10 პუნქტი, რომელიც გმობს ელექტრონულ ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას. წინააღმდეგობის მიუხედავად, რეზოლუციაში მე-10 პუნქტი შენარჩუნდა.


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის დაცვა სახელმწიფოებისთვის სამართლებრივი თვალსაზრისით არაა სავალდებულო. თუმცა, რეზოლუცია სახელმწიფოებისთვის ასრულებს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას, რათა მათ ჯეროვნად უზრუნველყონ ადამიანის უფლება, ჰქონდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტში და თავისუფლად გამოხატოს აზრი ინტერნეტის გამოყენების დროს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024