IDFI-მ სოფიო მურადოვას ციფრული სიგნალის მიმღები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 17 აგვისტო 2015

2015 წლის 15 აგვისტოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა, გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული სოფიო მურადოვა მოინახულეს, რომელსაც ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა, „სეტ-ტოპ-ბოქსი“ და მიმღები ანტენა გადასცეს და დაუმონტაჟეს.


რუსული აგრესიის შედეგად, 2008 წლის 8 აგვისტოს, სოფიო მურადოვას ჭურვის ნამსხვრევებმა ორივე კიდური დაუზიანა. მას შემდეგ 13 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და 7 წელია სიარული არ შეუძლია.


იმის გამო, რომ სოფიო მურადოვას სახელმწიფომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნა, მისთვის არც უფასო სეტ-ტოპ-ბოქსი გადაუციათ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფიო მურადოვას სეტ-ტოპ-ბოქსი არ ჰქონდა და ციფრულ ტელევიზიას ვერ უყურებდა, IDFI-მ 7 აგვისტოს რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტიდან შეიტყო.


IDFI ბოლო 4 წელია აქტიურ ადვოკატირებასა და მხარდაჭერას უწევს ციფრულ მაუწყებელზე გადასვლის პროცესს. ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის მონიტორინგის პროცესში. აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ითვალისწინებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში სეთ-ტოპ-ბოქსების საცალო ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და მომხმარებელთა პრობლემების კონტროლს. ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.

 

  

 

 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024