სტატია

6 ოქტომბერი 2015 image

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (მიღებული მეორე მოსმენით) სამართლებრივი ანალიზი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი უზრუნველყოფს მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით საჯარო სამსახურის გაუმჯობესებულ რეგულირებას, თუმცა მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა მისი დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით, ასევე კანონპროექტით შემოღებული სიახლეების პრაქტიკაში დანერგვის მისაღწევად.

5 ოქტომბერი 2015 image

ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში (OGP) საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა". პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობის და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. დასახელებული პროექტის ფარგლებში IDFI აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს პარლამენტის საქმიანობით და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პროცესში ჩართულობით.

 

5 ოქტომბერი 2015 image

საქართველო გლობალური მმართველობის ინდიკატორებში 1996 - 2014

როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული გლობალური მმართველობის ყველა ინდიკატორში. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პირველი ადგილი უკავია განვლილი პროგრესის მხრივ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რეგულირების ხარისხი (რომლითაც ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით).

5 ოქტომბერი 2015 image

კონკურსანტების გასვლითი სამუშაო შეხვედრა ლოპოტაზე

ანალიტიკოსების კონკურსში მონაწილეობას იღებს 13 კონკურსანტი, რომლებიც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში განხილულ თემებზე იმუშავებენ და თავიანთ ანალიტიკურ ნაშრომებს გააცნობენ საზოგადოებას კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილი ბლოგის საშუალებით.

 

2 ოქტომბერი 2015 image

სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – პასუხები ფინანსთა სამინისტროსგან

საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 17 ივნისს მიღებული დადგენილების (N400) საფუძველზე დამტკიცდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია “საქართველო 2020”. სტრატეგიის შექმნაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩართული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროც. IDFI დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა სტრატეგიის განხორციელების პროცესი.

2 ოქტომბერი 2015 image

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევი მიზეზები და საფრთხეები

2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესმა პრობლემები შეუქმნა საზოგადოებას და ქვეყნის ეკონომიკას მთლიანად. ლარის გაუფასურებაზე მრავალმა ფაქტორმა იმოქმედა ნეგატიურად, რომლიდანაც ზოგიერთი სამწუხაროდ დღესაც აგრძელებს ზემოქმედებას.

30 სექტემბერი 2015 image

IDFI-ს ექსპერტმა ეუთოს მე-12 სამხრეთ კავკასიური მედია კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა ეუთოს მე-12 სამხრეთ კავკასიური მედია კონფერენციაზე გააკეთა მოხსენება „ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველოს გადასვლა და მისი გავლენა მედია პლურალიზმზე“.

29 სექტემბერი 2015 image

ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შუალედური შედეგების შეჯამება

25 სექტემბერს გაიმართა ,,ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმის მეთხუთმეტე სამუშაო შეხვედრა თბილისი მარიოტში. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სამდივნომ, რომელსაც იუსტიციის სახლის ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენს ,,ღია მმართველობა საქართველოს" 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში წარადგინა.

29 სექტემბერი 2015 image

საჯარო ლექცია - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს IDFI-მ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართა საჯარო ლექცია ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში. 

 

28 სექტემბერი 2015 image

ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს - 28 სექტემბერს მსოფლიო 2002 წლიდან აღნიშნავს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოში საჯარო ინფორმაციის ღიაობის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე 2009 წლიდან მუშაობს.