საჯარო ლექცია - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 სექტემბერი 2015

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს IDFI-მ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართა საჯარო ლექცია და დაარიგა სხვადასხვა ტიპის ბეჭდური მასალა.


საჯარო ლექცია - „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. IDFI-ს იურისტმა და ანალიტიკოსმა, ნინო მერებაშვილმა, სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, თათული თოდუამ და სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა სალომე ცეცხლაძემ დამსწრე სტუდენტებისთვის მცირე მოხსენებები გააკეთეს. მათი საუბრის თემები იყო საქართველოში ინფორმაციის თავისუფლება, ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები, გამჭვირვალე და დახურული საჯარო უწყებები და პრობლემები, მიღწევები და მთავარი გამოწვევები ინფორმაციის თავისუფლების კუთხით.


ნინო მერებაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ახალი მთავრობა გაცილებით ღია იყო, ვიდრე ახლა, რაც მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ თავდაპირველად მათ წინა მთავრობის აქტივობებზე უწევდათ ინფორმაციის გაცემა.


თათული თოდუამ ყურადღება ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ შეტანილ წვლილზე და დაბრკოლებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ნორმატიული რეალობა განსხვავდება პრაქტიკისგან, ხოლო მოქალაქეთა ჩართულობა და აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებმა იგრძნონ ვალდებულება დადგენილი წესების მიხედვით გასცენ საჯარო ინფორმაცია. ამ საკითხში მას სალომე ცეცხლაძეც დაეთანხმა, რომელმაც თავისი ჟურნალისტური პრაქტიკიდან ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის არაერთი შემთხვევა გაიხსენა. მისი თქმით, ინფორმაციის გამოთხოვისას, საჯარო უწყებები კერძო პირებს ხშირად არ უბრუნებენ პასუხს, როდესაც ორგანიზაციებს შედარებით ამომწურავად პასუხობენ.


ლექციაზე დამსწრე სტუდენტებმა თემასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს და დამსწრეებს საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარეს.


როგორც საჯარო ლექციის მონაწილეებს, ასევე უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებს დაურიგდათ ორგანიზაციის მიერ მომზადებული და გამოცემული ელ. ჩართულობის სახელმძღვანელოები, კვლევები და საინფორმაციო ბუკლეტები.


ინფორმაციის თავისუფლების დღე მსოფლიოში 2002 წლიდან აღინიშნება, ხოლო IDFI საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2009 წლიდან ზრუნავს.

 

იხილეთ ფოტო ალბომი

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024