ლვოვში გამართულ ელ-მმართველობის ფორუმზე IDFI-ის წარმომადგნელები სიტყვით გამოვიდნენ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 სექტემბერი 2015

18-19 სექტემბერს, უკრაინული მხარის მიწვევით ქალაქ ლვოვში გამართულ ელ-მმართველობის ფორუმზე IDFI-ს წარმომადგნელები სიტყვით გამოვიდნენ.


ორგანიზაციის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის და გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის გარდა ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე ექსპერტი და 200-მდე მონაწილე ესწრებოდა.


ღონისძიება ქალაქ ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ გახსნა. თავის სიტყვაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიების განვითარებას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს კორუფციის აღმოფხვრაში. მაგალითად, არც ისე დიდი ხანია რაც უკრაინაში არსებობს საიტი e-data.gov.ua სადაც განთავსებულია საჯარო ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ, უკრაინაში ასევე შეიქმნა ელ. პეტიციების პორტალი - petition.president.gov.ua რომელსაც უკვე მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელ. პეტიციების პორტალის შექმნისა და დანერგვის იდეას IDFI 2012 წლიდან უწევს აქტიურ ადვოკატირებას. „პარტნიორობა ღია მმართველობისათვის“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში მისი ქართული ვარიანტის, Ichange.ge-ს კონცეფციის საქართველოს მთავრობისთვის შეთავაზების შემდგომ, საიტის გაშვებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და ახლა უკვე დასრულებით ეტაპზეა.


ფორუმზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ: უკრაინის იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო; უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იური გუსევი; უკრაინაში USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე ჯონ პანელი და სხვები. უკრაინაში გამართულ ფორუმზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორც : ელ-მმართველობა - რომელი სერვისები ახდენს გავლენას ქალაქზე; ელ. სერვისები - რა არის და რა გავლენა აქვთ ქალაქის ეკონომიკაზე, - რატომ არის საჭირო ღია მონაცემები და როგორ შეიძლება სტანდარტიზაცია; ფინანსები - როგორ შეიძლება ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარებისთვის თანხების მოძიება.


ერთ-ერთ პანელში - „როგორ მოვხვდეთ განვითარებული ელ-მმართველობის 10 წამყვან ქვეყანას შორის“ გიორგი კლდიაშვილმა საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. მან მოკლედ მიმოიხილა, როგორ დაიწყო ელ. სერვისების განვითარება ქვეყანაში, განიხილა ის ხარვეზები, რაც ქვეყანაში არსებობს, დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და პასუხისმგებელ უწყებებზე, ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას კორუფციასთან ბრძოლისა და ელექტრონული დემოკრატიის განვითარების საქმეში.


გიორგი კლდიაშვილი ასევე შეეხო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხსაც და დამსწრეების ყურადღება სამოქმედო გეგმაზე,  ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებზე და 2011-2015 წლებში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე გაამახვილა.


ლევან ავალიშვილმა გააკეთა მოხსენება პანელზე „ელ. სერვისები და იდენტიფიკაცია“. დისკუსია ეძღვნებოდა ელექტრონული სერვისების განვითარების მნიშვნელობას ღია მმართველობის დანერგვაში. ლევანმა ისაუბრა ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე და ისეთ პროექტზე, როგორიც არის პეტიციების ელექტრონული სისტემა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024