მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

18 მაისი 2017 image

კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში: შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციასთან

IDFI განაგრძობს ამერიკის სახელწმიფო უწყებების გრიფით საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც ეხება საქართველოს უახლოეს წარსულს. ამჯერად მკითხველს წარვუდგენთ 1991 წლის სექტემბერში, მოსკოვში ამერიკის საელჩოდან, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებას. 

11 მაისი 2017 image

საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია CIA-ს დოკუმენტებში

IDFI პირველად ასაჯაროებს აღნიშნულ დოკუმენტებს და ფართო მკითხველს, ისევე როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევარებს, სთავაზობს CIA-ის ანალიტიკურ მოხსენებებს რომლებიც მომზადდა 1991 წლის ივნისი -სექტემბერის პერიოდში.

18 აპრილი 2017 image

ბიზანტიური პოლიტიკა ჰყვავის საბჭოთა საქართველოში

ამჯერად IDFI გთავაზობთ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის, პოლოფის ვიზიტის ფარგლებში მომზადებულ კიდევ ერთ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომია ვიკილიქსის მონაცემთა ბაზაში და რომელიც ასახავს 1991 წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

 

 

31 მარტი 2017 image

გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, აგრეთვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამ თარიღთან დაკავშირებით IDFI აგრძელებს განსაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად საზოგადოებას სთავაზობს 1991 წლის აპრილში მოსკოვში ამერიკის საელჩოს მიერ  სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ მოხსენებას.     

27 მარტი 2017 image

ადამიანის უფლებები საქართველოში 1991 წელს

გთავაზობთ, მოსკოვში, 1991 წელს, ამერიკის საელჩოდან სახელწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ მოხსენებას ადამიანის უფლებებზე საბჭოთა კავშირში. ნაშრომი მიმოიხილავს მთლიანად საბჭოთა კავშირში და მის შემავალ რესპუბლიკებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციას.

20 მარტი 2017 image

საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს

IDFI განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცული და გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად პირველად აქვეყნებს ზვიად გამსახურდიას, 1991 12 დეკემბრით დათარიღებულ წერილს, რომელიც გაიგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერისადმი. 

25 თებერვალი 2017 image

1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა

25 თებერვალს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე პარლამენტის შენობის წინ - საზოგადოება „მემორიალმა“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  რუსთაველის გამზირზე გამართეს გამოფენა თემაზე: „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა ფოტოებისა და სიების  სახით“. გამოფენა ეძღვნებოდა ოკუპაციის პირველ წლებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დახვრეტილ პატრიოტთა ხსოვნას. გამოფენის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა ანტიჰუმანური რეჟიმის, ბოლშევიზმის, ქმედებათა შეხსენება მოსახლეობისათვის, რომლის 62% თურმე, სტალინელთა აზრით, მისტირის საბჭოთა კავშირს. 

27 მაისი 2016 image

IDFI - გრიფით საიდუმლო დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ

IDFI აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

20 მაისი 2016 image

IDFI - ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსოვნის ცერემონია

93 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ანტი - საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის 15 ქართველი ოფიცერი დახვრიტა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე. სპეციალურად ამ დღის უკვდავსაყოფად, 20 მაისს ‎IDFI-მ‬, თბილისის მერიასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით გამართა ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსნოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიება.

7 აპრილი 2016 image

IDFI - გრიფით საიდუმლო 9 აპრილის შესახებ

სპეციალურად ამ დღისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პირველად აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტებს. დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს.