როგორც 2008 წელს, დღესაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აქტიურია რუსული პროპაგანდა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს დაარწმუნოს როგორც რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო ეთნიკური ოსების წინააღმდეგ, რომელთა „დასაცავადაც“ რუსეთი „იძულებული გახდა“ საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გზით შემოსულიყო.