მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

26 მაისი 2020 image

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას წინ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უსწრებდა: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წლის 12 მარტი) და თბილისის უნივერსიტეტის დაარსება (1918 წლის 26 იანვარი). როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე აღნიშნავს, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილს, ორივე ამ საშვილიშვილო საქმეში გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი. თუ ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში იგი მონაწილის როლით შემოიფარგლა, საქართველოს პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება მთლიანად მისი ძალისხმევის ნაყოფი იყო.

26 მაისი 2020 image

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), 2020 წლის 26 მაისის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ რიგით მეორე მემორიალურ ალბომს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილს ეძღვნება.

21 მაისი 2020 image

ფოტოკამერის გამოყენების დაშვება საქართველოს არქივებში

.

18 მაისი 2020 image

მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience რეგიონული ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience, რეგიონულ ონლაინ შეხვედრაში.

 

8 მაისი 2020 image

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას ევროპული სახელმწიფოები 8 მაისს ზეიმობენ, საქართველო დღემდე იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ეს ისტორიული მოვლენა 9 მაისს აღინიშნება. 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ძირითადად პოსტ საბჭოთა ქვეყნები ზეიმობენ ბალტიისპირეთის გამოკლებით.

5 მაისი 2020 image

ანტივაქსერული მოძრაობა და რუსული პროპაგანდა

მაშინ, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის მოლოდინშია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ადამიანებში ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდა. ვაქცინაცია საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას დაეხმარა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში, როგორებიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულიოზი, ტეტანუსი და სხვა. თუმცა, დღიდან ვაქცინის გამოგონებისა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დაავადებების წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლას ამა თუ იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ.

3 მაისი 2020 image

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის მიმოხილვა

ერთი მხრივ, ცენზურის წინააღმდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა საუკუნეებს ითვლის. ცენზურის ერთ-ერთი ძველი და ცნობილი შემთხვევა ფილოსოფოს სოკრატეს საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ძვ.წ.აღ. 339 წელს მისი თანამედროვეობის მორალური და პოლიტიკური კოდექსის წინააღმდეგ ახალგაზრდა თაობაში გავრცელებული მოსაზრებების გამო საწამლავით სიკვდილი მიესაჯა.

28 აპრილი 2020 image

რუსული პროპაგანდა და COVID-19 - უნდა გააფართოოს თუ არა საქართველომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?

25 მარტს გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ (Geoworld.ge) გამოაქვეყნა ჟურნალისტ ბესო ბარბაქაძის სტატია სათაურით „საქართველოს სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის“. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზის ფონზე, ევროპული ქვეყნები ვეღარ შეძლებენ საქართველოს მომარაგებას იმ პროდუქტებით, რომლებიც აქამდე ექსპორტზე გაჰქონდათ და ამიტომ, საჭიროა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

 

28 აპრილი 2020 image

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა

2020 წლის 24 აპრილს, IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება“. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობები არ არის საკმარისი მინიმალური ყოველდღიური ფინანსური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

24 აპრილი 2020 image

IDFI მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience წევრი გახდა

The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“)არის მეხსიერების კვლევის პლატფორმა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და აერთიანებს 275 ორგანიზაციას 65 ქვეყნიდან. კოალიციის მთავარი მიზანია, გაზარდოს აღნიშნული ინსტიტუტეციების შესაძლებლობები საგრანტო დაფინანსების, ურთიერთდაკავშირების და საერთო ქსელში ჩართვის, ტრენინგების, გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმების ამოქმედებისა და ადვოკატირების გზით.