სტალინური სიები საქართველოდან - დახვრეტილთა არდასავიწყებელი ამბავი
"სტალინური სიები საქართველოდან" საქართველოში პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზაა, რომელიც 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს. პროექტი, რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობით განახორციელა, სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.