კონფერენციის „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“ თეზისები გამოქვეყნდა
2019 წლის 5-6 დეკემბერს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა კონფერენცია - „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 30 ქვეყნის წარმომადგენელი ისტორიკოსები, არქივის მკვლევრები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო არქივების თანამშრომლები.