მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

28 აპრილი 2020 image

რუსული პროპაგანდა და COVID-19 - უნდა გააფართოოს თუ არა საქართველომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?

25 მარტს გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ (Geoworld.ge) გამოაქვეყნა ჟურნალისტ ბესო ბარბაქაძის სტატია სათაურით „საქართველოს სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის“. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზის ფონზე, ევროპული ქვეყნები ვეღარ შეძლებენ საქართველოს მომარაგებას იმ პროდუქტებით, რომლებიც აქამდე ექსპორტზე გაჰქონდათ და ამიტომ, საჭიროა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

 

28 აპრილი 2020 image

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა

2020 წლის 24 აპრილს, IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება“. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობები არ არის საკმარისი მინიმალური ყოველდღიური ფინანსური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

24 აპრილი 2020 image

IDFI მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience წევრი გახდა

The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“)არის მეხსიერების კვლევის პლატფორმა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და აერთიანებს 275 ორგანიზაციას 65 ქვეყნიდან. კოალიციის მთავარი მიზანია, გაზარდოს აღნიშნული ინსტიტუტეციების შესაძლებლობები საგრანტო დაფინანსების, ურთიერთდაკავშირების და საერთო ქსელში ჩართვის, ტრენინგების, გარდამავალი სამართლიანობის მექანიზმების ამოქმედებისა და ადვოკატირების გზით.

24 აპრილი 2020 image

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება

თანამედროვე საზოგადოება სრულად აღიარებს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების პრაქტიკის არსებობას ყოფილ საბჭოთა კავშირში. სსრკ-ს დაშლის შემედგ, სახელმწიფოებმა საკუთარ თავზე აიღეს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენისა და მათი სამართლებრივი რეაბილიტაციის ვალდებულება. აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

15 აპრილი 2020 image

კონფერენციის „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“ თეზისები გამოქვეყნდა

2019 წლის 5-6 დეკემბერს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა კონფერენცია - „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 30 ქვეყნის წარმომადგენელი ისტორიკოსები, არქივის მკვლევრები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო არქივების თანამშრომლები.

14 აპრილი 2020 image

1978 წლის 14 აპრილის თბილისის მოვლენები და ამონარიდები დასავლური პრესიდან

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხამხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიისმცდელობას, რომ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი შეცვლილიყო.

13 აპრილი 2020 image

ერთი წელი ბათუმთან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვანის აღმოჩენიდან

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ  ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში მასობრივი დახვრეტის ადგილის შესახებ განაცხადა, სადაც დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი.

28 თებერვალი 2020 image

საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეული

2020 წლის 25 თებერვალს რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 99 წელი შესრულდა. პროექტის „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მეხსიერების კვლევების ხელშწყობა წარმოადგენს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

19 თებერვალი 2020 image

არქივების შეფასება პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველოს გამოცდილება

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) იდეის განხორციელების დასაწყისიდანვე, 2011 წლიდან 20-მდე ქვეყანამ საკუთარ სამოქმედო გეგმაში ჩადო ვალდებულება, რომ განეხორციელებინა პოზიტიური ცვლილებები არქივებში. ვალდებულებები მოიცავდა მოქალაქეების შეუფერხებელ წვდომას საჯარო ინფორმაციასა და საარქივო დოკუმენტებზე, საარქივო კანონების მიღებასა და შეცვლას, საარქივო მასალების დეკლასიფიკაციას (საიდუმლო და დახურული სტატუსის მოხსნას) და დოკუმენტების გაციფრულებას, რათა ისინი ონლაინაც გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

 

17 თებერვალი 2020 image

კონფერენცია - ნაციონალური ისტორიოგრაფია პოსტკომუნისტურ სამხრეთ კავკასიაში

15-16 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) არქივების, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და ანალიტიკოსი, მეგი ქარცივაძე დაესწრნენ ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას “ნაციონალური ისტორიოგრაფია პოსტ კომუნისტურ სამხრეთ კავკასიაში“.