მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

11 მარტი 2022 image

საბჭოთა ეპოქა და ინფორმაციული ომი - IDFI-მ ათასწლეულის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

2022 წლის 10 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა ათასწლეულის სკოლაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს თემაზე - „საბჭოთა ეპოქა და ინფორმაციული ომი, როგორც მისი მემკვიდრეობა“.

10 მარტი 2022 image

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

რუსეთის მავნე გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლავ განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კიბერ ომი, მისი სტრატეგიები და ტენდენციური დეზინფორმაციული ნარატივები ყურადღების ცენტრში მოექცა და იწვევს ბევრ დისკუსიას, საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში რუსული გავლენის კვლევას ჯერ კიდევ აკლია განახლებული, ემპირიული მტკიცებულებები.

2 მარტი 2022 image

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამის “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით მიმდინარე სასწავლო პროგრამის: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, გაზაფხულის სემესტრი დაიწყო.

23 თებერვალი 2022 image

პროექტის - "ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის" ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო შეხვედრები გორელ ახალგაზრდებთან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები, პროექტის - „სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ - შეხვდნენ გორის სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს. 2022 წლის 18 თებერვალს შეხვედრა გაიმართა გორის ფოტოგრაფთა კლუბის საგამოფენო სივრცეში, ხოლო 21 თებერვალს - ვერხვების დასახლებაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებთან.

 

15 თებერვალი 2022 image

აჭარაში დიდი ტერორის (1937-1938) მსხვერპლთა მასობრივ სამარხზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა

2022 წლის 9 თებერვალს დასრულდა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) მეცნიერების სამუშაოები აჭარაში და სრულად დამუშავდა, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილი, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მასობრივი სამარხი №6.

14 თებერვალი 2022 image

სტუდენტებისთვის სემინარი „ჰიბრიდული ომი და ჟურნალისტიკა“ ჩატარდა

2022 წლის 10 თებერვალს, ინფრომაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის საერთო პროგრამის: “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის” სტუდენტებისა და საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა. 

14 თებერვალი 2022 image

პროექტის "ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის" განხორციელება დაიწყო

2022 წლის 11 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის  „სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ გამართა საინფორმაციო შეხვედრა გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან.

 

4 თებერვალი 2022 image

პირველადი მონაცემები აჭარიდან - №6 სამარხში 29 ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

3 თებერვალს, პოლონელმა სპეციალისტებმა სრულად გახსნეს №6 სამარხი, რის შემდეგაც დაიწყება ნეშტების ამოსვენების პროცესი. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი.

 

24 იანვარი 2022 image

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) სამეცნიერო ჯგუფი აჭარაში მასობრივი ტერორის მსხვერპლთა სამარხებს შეისწავლის

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) არქეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ტომაშ ბორკოვსკი (Tomasz Borkowski) და 6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, 2022 წლის 22 იანვარს ბათუმს ეწვივნენ.

13 იანვარი 2022 image

ჩემი გრაფიკული ისტორია: საბჭოთა რეპრესიები აჭარაში კომიქსების ენაზე

საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა XX საუკუნის ოცდაათიანი წლები. ეს იყო შეუბრალებლობის ხანა, როცა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს საბჭოური სისტემა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდა ან შორეულ, უკაცრიელ ადგილებში ასახლებდა. მათი ოჯახის წევრებს, მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ, ართმევდნენ სახლებს და, რაც მთავარია, ულახავდნენ ღირსებას „სამშობლოს მოღალატის“ ოჯახის წევრის იარლიყით.