გამჭვირვალობის მხარდაჭერა უცხო ქვეყნების არალიბერალურ ზეგავლენასთან საბრძოლველად: საკანონმდებლო ორგანოების როლი

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 მარტი 2022

2022 წლის 17 მარტს IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორგანიზებულ, საზოგადოებრივი პრაქტიკის განმხილველ მესამე სესიაში - „გამჭვირვალობის მხარდაჭერა უცხო ქვეყნების არალიბერალურ ზეგავლენასთან საბრძოლველად: საკანონმდებლო ორგანოების როლი“.  სესიის მიზანს წარმოადგენდა იმ საკანონმდებლო ღონისძიებების განხილვა, რომლებიც ხელს უწყობს საინფორმაციო ეკოსისტემის ღიაობას, გაუმჭვირვალე ვალების წინააღმდეგ ბრძოლას და პოლიტიკური პარტიების საგარეო დაფინანსების გამოვლენას. აღსანიშნავია, რომ სესიის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:გაუმჭვირვალე ვალი (ბრედლი მურგი, პარაგონის საერთაშორისო უნივერსიტეტი), საინფორმაციო ოპერაციები (ჯესიკა ბრანდტი, ბრუკინგსი/ Brookings) და პოლიტიკური პარტიების მავნე უცხოური დაფინანსება (ჯოშუა რუდოლფი, USAID).

 

საინფორმაციო ეკოსისტემაში, გამჭვირვალობის ხელშეწყობის საკანონმდებლო ღონისძიებების საკითხზე, სხდომას გიორგი კლდიაშვილი ხელმძღვანელობდა. სესიაზე განიხილეს არსებული პრაქტიკა, გამოწვევები და ისაუბრეს ისეთი ეფექტური საკანონმდებლო ვალდებულებების მაგალითებზე, რომლებიც დაკავშირებულია მედიის მფლობელობის გამჭვირვალობასა და ზედამხედველობასთან, პოლიტიკურ რეკლამასთან, ქსელებსა და რადიო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და პრესის თავისუფლებასთან.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულმა გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ არალიბერალური გავლენის ზემოქმედების საპირწონეა მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები. მიუხედავად იმისა რომ მედეგობის ხარისხი და ტიპი შესაძლოა განსხვავებული იყოს, გამჭვირვალობა სიღრმისეული შესწავლის საშუალებას იძლევა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის შედეგად წარმოქმნილი ეჭვისა და უნდობლობის შესამცირებლად. ზოგადად, OGP რეკომენდაციას უწევს ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას ან გაძლიერებას, რომელიც იცავს აქტივისტების, ჟურნალისტების და დამოუკიდებელი მედიის უფლებებს. ეს მოიცავს გენდერულად მგრძნობიარე საკითხების საპასუხო პროტოკოლების შექმნას; ისეთი მექანიზმების ჩამოყალიბებას, რომლებიც საშუალებას მისცემს დამოუკიდებელი და საჯარო დაფინანსებული მედია პლატფორმების მუშაობას და მედიის საკუთრების კონცენტრაციის თავიდან აცილებას; დრაკონულ კანონებში ისეთი ცვლილებების შეტანა, რაც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს მიიღოს განსხვავებული ინფორმაცია.

 

გიორგი კლდიაშვილმა და სესიის სხვა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმების შემუშავება და საკანონმდებლო ორგანოების მიერ ზედამხედველობის განხორციელება; OGP-ის ვალდებულებების გათვალისწინება საგარეო არალიბერალური გავლენის წინააღმდეგ; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობა, ადამიანის უფლებების დაცვა და შემოწმებადი და თავისუფალი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

 

სხვადასხვა დოკუმენტში ასახულია და მოხსენიებულია დეზინფორმაცია და პროპაგანდა, როგორც საქართველოს უსაფრთხოების უმაღლესი საფრთხე. რუსეთის მავნე საინფორმაციო ოპერაციები, ძირითადად, მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს დამხობასა და მისი ევროატლანტიკური იმედების გაუქმებას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არალიბერალური გავლენები მკვეთრად გაიზარდა: მედიასა და ინტერნეტ წყაროებში ჩამოყალიბდა ნარატივი, რომ დასავლეთმა უკრაინა მარტო დატოვა და რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს რეალური ეფექტი არ გააჩნია.

 

საქართველოში არალიბერალური გავლენის ტენდენციები რამდენიმე ფაქტორით გამოირჩევა: ჩვენი ქვეყანა ძალზედ დაუცველია რუსული გავლენის ოპერაციებისა და დეზინფორმაციის მიმართ; არალიბერალურ პროპაგანდაზე ძლიერ გავლენას ახდენს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორია; დეზინფორმაცია ხშირად ემყარება ულტრამემარჯვენე რიტორიკას და ეფუძნება ემოციებსა და შიშებს. ზოგიერთი ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტია ფლობს მედია ჰოლდინგს და მხარს უჭერს ყალბი ამბების გავრცელებასა და პროპაგანდას.

 

IDFI-ს საინფორმაციო ეკოსისტემაში გამჭვირვალობის ხელშეწყობაზე მუშაობის დიდი ისტორია აქვს. ორგანიზაცია მუშაობს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ეფექტების გამოაშკარავებას და აღმოფხვრაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად, IDFI აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტთან და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მხარს უჭერს საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024