პირველადი მონაცემები აჭარიდან - №6 სამარხში 29 ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები | სტატია 4 თებერვალი 2022

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) დელეგაცია ა/წ 24 იანვრიდან ახორციელებს აჭარაში აღმოჩენილი კიდევ ერთი, რიგით მეექვსე  მასობრივი ტერორის მსხვერპლთა სამარხიდან ნეშტების ამოსვენებისა და შესწავლის სამუშაოებს.

 

3 თებერვალს, პოლონელმა სპეციალისტებმა სრულად გახსნეს №6 სამარხი, რის შემდეგაც დაიწყება ნეშტების ამოსვენების პროცესი. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ  შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტების შესწავლის შედეგად აღნიშნულ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას. 

 

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის 1938 წლის 11 მარტის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას  ბრძანებით, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე დახვრიტეს 29 ადამიანი.

 

ეს ადამიანები იყვნენ:

 

1. აშრაფიანი ფილიპე ივანის ძე -  დაბ. 1868 წ.

2. ასატურიანი არუთუნ გეორგის ძე -  დაბ. 1906 წ.

3. ანდღულაძე ილარიონ იასონის ძე - დაბ. 1887 წ.

4. აბაშიძე ისმაილ ჰუსეინის ძე -  დაბ. 1904 წ.

5. ალეკპეროვი ჰუსეინ ალეკპერის ძე - დაბ. 1869 წ.

6. ბულეიშვილი გერასიმე პეტრეს ძე -  დაბ. 1884 წ.

7. ბატტი მიხაილ მიხაილის ძე -  დაბ. 1868 წ.

8. ვერეშკო ანტონ ანტონის ძე -  დაბ. 1863 წ.

9. გოლიაძე პართენ ამბაკოს ძე -  დაბ. 1878 წ.

10. გაგუა სერაპიონ სიმონის ძე -  დაბ. 1885 წ.

11. გორდელაძე გიორგი იოსების ძე -  დაბ. 1893 წ.

12. გობრონიძე ირაკლი გიორგის ძე -  დაბ. 1883 წ.

13. ერშოვი ევგენი ვასილის ძე -  დაბ. 1890 წ.

14. ჟულჩენკო სიმონ დიმიტრის ძე -  დაბ. 1905 წ.

15. კრომლიდი ფილიპ გეორგის ძე -  დაბ. 1903 წ.

16. ლოპატინი ტიმოფეი პროკოფის ძე -  დაბ. 1892 წ.

17. მხჩიანი არამ გრიგორის ძე -  დაბ. 1898 წ.

18. მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული -  დაბ. 1908 წ.

19. ნიკოლაიშვილი ნიკოლოზ თაყას ძე -  დაბ. 1881 წ.

20. რუსეიშვილი ირაკლი მოსეს ძე -  დაბ. 1897 წ.

21. ტოლმაჩევი დემიან ფიოდორის ძე -  დაბ. 1890 წ.

22. ტანტ-ოღლი მევლუდ აჰმედის ძე -  დაბ. 1892 წ.

23. თოდუა ლეონიდე სიმონის ძე -  დაბ. 1893 წ.

24. ხარაიშვილი სიმონ დავითის ძე -  დაბ. 1895 წ.

25. ხალვაში აბდულა ისკენდერის ძე -  დაბ. 1905 წ.

26. ცეცხლაძე რიზა თემურის ძე -  დაბ. 1917 წ.

27.ცინცაძე გრიგოლ მაქსიმეს ძე -  დაბ. 1905 წ.

28. ჩაგანავა ნილოზი მელიტონის ძე -  დაბ. 1910 წ.

29. ჩხაიძე გედევან ქიშვარდის ძე -  დაბ. 1908 წ.

 

აღმოჩენილ ნეშტებს  ხელები უკან აქვთ შეკრული, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა - ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ, საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებს. გარდა ამისა, სამარხები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია.

 

სამარხებში ასევე აღმოჩენილია 1930 წლიდან 1936 წლის ჩათვლით მოჭრილი საბჭოური მონეტები (კაპიკები). ღილები, სავარცხელი, ბოთლის ნამსხვრევები, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ნარჩენები.

 

ნეშტების განცალკევების შემდეგ დაიწყება მათი ანთროპოლოგიური შესწავლის პროცესი. IPN ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია, უახლოეს მომავალში სრულფასოვნად  შეისწავლოს აღნიშნულ სამარხში აღმოჩენილ მსხვერპლთა ნეშტები. 

 

შესწავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს შორის ქალიცაა - 30 წლის მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული. მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სამარხის დათარიღება 100%-იანი სიზუსტით.

 

IDFI-ის მიერ არქივებში ჩატარებული კვლევით, 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად (როგორიც არის კულაკური ოპერაცია, სტალინური სიები, ნაციონალური ოპერაციები და სხვა) აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს. კვლევით დადგინდა, რომ ამ 1050 ადამიანს შორის იყო 11 ქალი. 

 

IDFI თვლის, რომ აუცილებელია წარიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანია მოსახლეობაში, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, რაშიც უნდა ჩაერთოს მთავრობა, სასულიერო პირები, სპეციალისტები და საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები, რათა აქტიურად გავრცელდეს ინფორმაცია 1937-38 წლებში მიმდინარე რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ.

 

             

 

მიმდინარე სამუშაოები მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024