ჩემი გრაფიკული ისტორია: საბჭოთა რეპრესიები აჭარაში კომიქსების ენაზე

სიახლეები | კვლევები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები 13 იანვარი 2022

საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა XX საუკუნის ოცდაათიანი წლები. ეს იყო შეუბრალებლობის ხანა, როცა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს საბჭოური სისტემა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდა ან შორეულ, უკაცრიელ ადგილებში ასახლებდა. მათი ოჯახის წევრებს, მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ, ართმევდნენ სახლებს და, რაც მთავარია, ულახავდნენ ღირსებას „სამშობლოს მოღალატის“ ოჯახის წევრის იარლიყით.

 

სულ საქართველოში 30,000-მდე ადამიანი გახდა დიდი ტერორის მსხვერპლი, მათ შორის უმრავლესობა დაიხვრიტა, დანარჩენი კი უზარმაზარი იმპერიის გადაკარგული ადგილების – ციმბირის, ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის გრძელ და სუსხიან გზას გაუდგა, საიდანაც მათი უმრავლესობა უკან ვეღარ დაბრუნდა.

 

3,616 ადამიანი საბჭოთა კავშირის  კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის, იოსებ სტალინის უშუალო ხელმოწერით დაიხვრიტა – „დიდმა ბელადმა“ განსაკუთრებით საკუთარი ქვეყნის შვილები არ დაინდო – კავკასიის სხვა ორ ქვეყანაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეპრესიების მასშტაბი გაცილებით ნაკლები იყო.

 

მას შემდეგ, რაც 2019 წლიდან ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, მეუფე დიმიტრისა და დედა სიდონიას თაოსნობით, განაცხადა საბჭოთა კავშირის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების ხელვაჩაურში აღმოჩენის თაობაზე, რეპრესირებულთა საკითხის შესწავლის კუთხით, ბათუმი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად იქცა.

 

ეპარქიამ და საზოგადოებამ, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), რომელიც დაარსებიდან, 2009 წლიდან, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა რეპრესიების შესწავლას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ რთული და მრავალწახნაგოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის საკითხის გადასაჭრელად. მათ შორის აღსანიშნავი იყო ამერიკელ და პოლონელ  არქეოლოგთა და ანთროპოლოგთა სამეცნიერო ჯგუფების მოწვევა საქართველოში ახალი სამარხების აღმოსაჩენად და არსებულის შესასწავლად. ასევე ამ საკითხში გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტების კონფერენცია და მათგან მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღება.

 

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება ყველა სამარხის აღმოჩენა და გახსნა, რეპრესირებულთა საზოგადოებრივი პანაშვიდით დაკრძალვა. იმ ადგილას, რომელიც საბჭოთა ტერორის სიმბოლო გახდა, ლამაზი ბაღის გაშენება და მუზეუმის აგება, რათა ყველა სტუმარმა გაიაზროს, რომ მსგავსი საშინელება აღარასოდეს განმეორდეს. საქართველოს მხრიდან კი ეს იქნება ბოროტების იმპერიასთან დამაკავშირებელი ჯაჭვის წყვეტის კიდევ ერთი, სიმბოლური აქტი.

 

რეპრესიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საკითხის გარშემო მუდმივი საუბარი და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში ინტერესის გაღვივება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა: 2021 წლის 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, IDFI-ს თანამშრომლებმა, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის, International Coalition of Sites of Conscience-ისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით“ ფარგლებში, ერთი კვირის მანძილზე ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებთან, სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებთან ჩაატარეს შეხვედრების ციკლი, რომლის დროსაც მათ უყვებოდნენ რეპრესირებულთა ისტორიებს და ერთად განიხილავდნენ ქვეყნის ამ უმძიმეს პერიოდს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, როგორი მსგავსი ბედის ქვეშ აღმოჩნდა სხვადასხვა რელიგიის, შეხედულების, პროფესიის და ა.შ. ადამიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.

 

სასკოლო გაკვეთილებით და შემდეგ დავალებების მომზადებით გადაღლილი ბავშვისთვის, დამატებითი ისტორიების მოსმენა უინტერესო რომ არ ყოფილიყო, სამდღიანი ლექციების შემდეგ გადაწყდა რეპრესიის მსხვერპლთა ისტორიების შესახებ კომიქსების დახატვა.

 

წინამდებარე ბროშურაში გთავაზობთ რამდენიმე რეპრესირებულის ისტორიასა და ამ ისტორიების მიხედვით გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელების მიერ დახატულ კომიქსებს.

 

 

ბროშურა გამოიცა „International Coalition of Sites of Conscience“-ისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით“ ფარგლებში.

 

 

/public/upload/Analysis/123- COMIC-WEB-compressed.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024