საქართველოში აღმოჩენილი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხის შესახებ ცნობიერების ამაღლება

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 ნოემბერი 2020

                                            

 

 

პროექტის სახელწოდება: საქართველოში აღმოჩენილი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხის შესახებ ცნობიერების ამაღლება
დონორი ორგანიზაცია: International Coalition of Sites of Conscience
ბიუჯეტი: $5,000
ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი - 28 თებერვალი

 

2019 წელს ცნობილი გახდა აჭარაში, საქართველოში 1937-1938 წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული სამარხების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, ვინაიდან რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლას, მათთვის სათანადო პატივის მიგებასა და ხსოვნის უკვდავყოფას დიდი როლი აქვს ქვეყნების კოლექტიური მეხსიერების ფორმირებასა და ტოტალიტარული წარსულის გააზრებაში, რასაც ადასტურებს სხვა პოსტ კომუნისტური ქვეყნების გამოცდილებაც. სახელმწიფოს მხრიდან თავდაპირველად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სამარხების შესწავლის კუთხით, თუმცა, მოგვიანებით ამ მხრივ სახელმწიფოს ინტერესი და ყურადღება შემცირდა და სამარხების აღმოჩენიდან წლინახევრის გასვლის შემდეგაც, ამ მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნება. ამავდროულად, აღმოჩენილი ნეშტების რელიგიური წესით დაკრძალვასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის, ვინაიდან დიდი ალბათობით, რასაც IDFI-ის კვლევაც ადასტურებს, აღმოჩენილ ცხედრებს შორის არიან მუსლიმი პირებიც. ამის გამო, აღმოჩენილი 150 ცხედარი დღემდე არაა დაკრძალული და ინახება ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ქვედა სართულზე.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, IDFI-ის პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დიალოგის წახალისებას, აღმოჩენილი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ხელისუფლების კვლავ დაინტერესებას აღნიშნული საკითხით. ამისათვის, ორგანიზაცია გეგმავს სამარხების შესახებ საკუთარ საიტზე საინფორმაციო ბლოკის შექმნას, რომელიც გააერთიანებს ინტერვიუებს რეპრესირებულთა შთამომავლებთან, მათ ოჯახურ არქივებს და სხვა მასალებს. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, IDFI ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის გამართავს მრგვალი მაგიდის დისკუსიას და დაიწყებს აქტიურ ადვოკატირების კამპანიას, რათა ხელისუფლებამ დროულად გადადგას ნაბიჯები სამარხების შესწავლისა და რეპრესიების მსხვერპლთათვის სათანადო პატივის მიგების კუთხით.

 

პროექტის მიზნები

 

- აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;

- ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დიალოგის წახალისება;

- სახელმწიფოს კვლავ დაინტერესება აჭარაში აღმოჩენილი სამარხების საკითხით, რათა დროულად გადაიდგას ნაბიჯები სამარხების შესწავლისა და რეპრესიების მსხვერპლთათვის სათანადო პატივის მიგების კუთხით.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები

 

- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლების იდენტიფიცირება;

- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლებთან ინტერვიუების ჩაწერა, ზეპირი ისტორიებისა და მათი საოჯახო არქივების შეგროვება;

- IDFI-ის ვებგვერდზე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ ცალკე სექციის შექმნა, რომელზეც განთავსდება პროექტის ფარგლებში მოგროვილი მასალები;

- ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მრგვალი მაგიდის დისკუსიის გამართვა;

- ადვოკატირების კამპანიის დაწყება, რომელიც მოიცავს აღმოჩენილი სამარხებისა და საბჭოთა რეპრესიების შესახებ სტატიების, ვიდეოებისა და ვიზუალიზაციების მომზადებასა და გავრცელებას;

- საერთაშორიო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავება;

- საბოლოო ანგარიშის მომზადება.

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი  

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ეროვნული გმირის წოდება 1923 წელს დახვრეტილი "სამხედრო ცენტრის" წევრებისთვის

01.06.2023

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

31.05.2023

საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი (2010-2022)

30.05.2023

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023
განცხადებები

ვეხმიანებით ილიას უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას

05.06.2023

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება

31.05.2023

შსს-მ და სუს-მა ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება უნდა გააკეთოს

21.05.2023

კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ეხმაურება

18.05.2023
ბლოგპოსტები

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022