ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 15 ივლისი 2024

პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 15 ივლისს, გამართა ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის შესახებ.კონკურსით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია საჯარო პოლიტიკის საკითხებზე როგორ უნდა მომზადდეს პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტი. კერძოდ, მონაწილეები გაეცნენ:

 

 - როგორ გამოკვეთონ პრობლემა და ააგონ პრობლემის ხე;

 - როგორ მოამზადონ კონტექსტის ანალიზი;

 - როგორ გაანალიზონ პრობლემის გარშემო სხვადასხვა მხარის დამოკიდებულებები;

 - როგორ შეიმუშაონ პრობლემის გადაჭრის გზები და რეკომენდაციები;

 - ასევე, ზოგადად, როგორ მოამზადონ პოლიტიკის დოკუმენტი.

 

ტრენინგი ჩატარდა ინტერაქციულ რეჟიმში. მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ სასურველი კითხვები, ემუშავათ ჯგუფებში პრობლემის ხის აგების საკითხებზე და ტრენერისგან მიეღოთ რჩევები პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტის მოსამზადებლად.

 

პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსი გამოცხადებულია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის“ - ფარგლებში. მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება, საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე მოამზადონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი /ანალიტიკური ნაშრომი და გააცნონ საზოგადოებას საკუთარი ხედვები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

 

კონკურსის დეტალური პირობებისა და გამარჯვებულთათვის გათვალისწინებული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/73/

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024