მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

10 დეკემბერი 2021 image

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის დაარსებას ეხმაურება

ანტიდასავლურმა და რადიკალურმა დაჯგუფებამ, „ალტ-ინფომ“,  პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობა“ - შექმნის შესახებ 2021 წლის 20 ნოემბერს განაცხადა. თავდაპირველად საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზების გამო შეაჩერა, თუმცა 7 დეკემბერს ის ოფიციალურად დაარეგისტრირა.

 

3 დეკემბერი 2021 image

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღია პარლამენტის ფორუმზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პარლამენტის როლზე ისაუბრა

2021 წლის 2 დეკემბერს, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, მონაწილეობას იღებს ტაივანის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (Legislative Yuan), ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ტაივანისა და აზიის ერთობლივი ფონდის (TAEF) მიერ ორგანიზებულ ღია პარლამენტის ფორუმში (2021 Open Parliament Forum).

3 დეკემბერი 2021 image

დეზინფორმაცია და არჩევნები – 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეჯამება

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კოალიციის წევრების მიერ საინფორმაციო წყაროებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქტიურად გამოიყენებოდა მანიპულაციური ინფორმაცია.

1 დეკემბერი 2021 image

ვებგვერდის პრეზენტაცია - www.historyproject.ge

2021 წლის 1 დეკემბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვებგვერდის - www.Historyproject.ge პრეზენტაცია გამართა.

25 ნოემბერი 2021 image

ონლაინ ინფორმაციული მანიპულირება: გამოცდილება, გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია იმ ნარატივებისა და გზავნილების შესწავლა, რომლის მიმართაც საზოგადოება განსაკუთრებით მოწყვლადია. 

22 ნოემბერი 2021 image

IDFI-მ სტუდენტებთან ციფრული უსაფრთხოებისა და უფლებების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩაატარა

22 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლებმა, თეონა ტურაშვილმა და ნინო გოზალიშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან. მონაწილეებს წარედგინათ IDFI-ს მიერ ციფრული უსაფრთხოებისა და უფლებების შესახებ ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები.

15 ნოემბერი 2021 image

IDFI-საზოგადოება მემორიალს მხარდაჭერას უცხადებს

2021 წლის 25 ნოემბერს რუსეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს საზოგადოება "მემორიალის" ლიკვიდაციის მოთხოვნის სარჩელს, რომელიც რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ წარადგინა.

1 ნოემბერი 2021 image

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის პროგრამის პრაქტიკული კურსის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სასემინარო კვირის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

22 ოქტომბერი 2021 image

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) ვიზიტი ბათუმი - საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა სამარხების აღმოჩენისა და ექსჰუმაციის დაგეგმვა

2021 წლის 20 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) წარმომადგენლები, არქეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ტომაშ ბორკოვსკი (Tomasz Borkowski) და არქეოლოგი, კრიშტოფ მიკოლაიჩიკი (Krzysztof Mikolajczyk) ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მეუფის, დიმიტრის მოწვევით ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმში, სადაც ადგილზე გაეცნენ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხებს. პოლონელი სპეციალისტების ვიზიტს ორგანიზება გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა.

 

20 ოქტომბერი 2021 image

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

უკანასკნელ წლებში აქამდე არნახული სისწრაფით ვრცელდება და სტრატეგიას იცვლის ინფორმაციით მანიპულირებისა და პროპაგანდის ტენდენციები ონლაინ სივრცეში. მაშინ, როდესაც აღნიშნული პრობლემა მეტად გლობალურია , მისი გავლენა დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოებებისთვის განსაკუთრებულად ძლიერი და მრავალწახნაგოვანია.