1987 წლამდე საბჭოთა კავშირი აცხადებდა, რომ მის ტერიტორიაზე შიდსის ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ზეწოლა ხდებოდა ექიმებზე, რომ შიდსის დიაგნოზი არ დასმულიყო. ამასთანავე, საბჭოთა კავშირი აქტიურ ინფორმაციულ ომს აწარმოებდა და შიდსის ვირუსის გავრცელებას აშშ-ს აბრალებდა.
ისტორიკოსმა სერგეი ბონდარენკომ, 2019 წლის 27 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია, „სტალინი - ფეხსაცმლის საფენი, თხა[1], ხალიუგანი“ (Сталин — стелька, козел, халюган), რომელშიც გადმოსცა დიდი ბელადის შეურაცხყოფის 5 სხვადასხვა ისტორია 1930-იან წლებში, НКВД-ს საგამოძიებო საქმეების მიხედვით.