მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

13 ოქტომბერი 2020 image

1930-იანი წლების რეპრესიების მეხსიერება - რას და რატომ ვიხსენებთ?

2019 წლის ცხელი ივლისის დღე იდგა, პარლამენტის წინ აქციებზე ხალხი ჯერ კიდევ მრავლად გამოსულიყო და რუსთაველის გამზირიც უკვე გადაკეტილიყო. ერთ-ერთი გამომსვლელი ემოციურად საუბრობდა, თუმცა მისი არც ვინაობა მახსოვს და არც ტექსტი, რომელსაც ის ამბობდა მანამ, სანამ არ გადავიდოდა ერთობ საყურადღებო და ამაღელვებელ მომენტზე. ახლა ისიც მგონია, ალბათ, არავინ უსმენდა და ამიტომ გადაწყვიტა, სპონტანურად ჩაესვა ეს ნაწილი.

13 ოქტომბერი 2020 image

გასაბჭოება - საბჭოური კოლექტიური მეხსიერების პირველი საფეხური

მეოცე საუკუნე ტრავმული გამოცდილებებით არის სავსე. ორი მსოფლიო ომის გარდა, ადამიანებმა ჰოლოკოსტი, საკონცენტრაციო ბანაკები და გულაგები გამოიარეს. მსოფლიოში მომხდარი დიდი ტრაგედიების არტიკულირების სურვილი მუდმივად ბადებდა ახალ ტექსტებს და ტრავმების შესახებ ქმნიდა მეხსიერებას. საქართველოში კი ასეთი რამ არ მომხდარა. 

12 ოქტომბერი 2020 image

ონლაინ ლექცია - რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე

10 და 11 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკული კუთხის (American Corners Batumi) ორგანიზებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერების კვლევებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და ამავე მიმართულების ანალიტიკოსმა, მეგი ქარცივაძემ ჩაატარეს საჯარო ლექციები თემაზე „რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე“.

12 ოქტომბერი 2020 image

IDFI-ის წარმომადგენლების შეხვედრა მერაბ კოსტავას საზოგადოებასთან

12 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

 

6 ოქტომბერი 2020 image

დეზინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის შესახებ სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში

020 წლის 27 სექტემბრის დილიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშუალებს.

29 სექტემბერი 2020 image

ცენზურა საბჭოთა კავშირში

საბჭოთა კავშირის არსებობის 70 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედებდა მკაცრი ცენზურა. საბჭოთა ცენზურა შეეხო ქართველ ხელოვანებსა და ავტორებსაც. მათ შორის იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ერეკლე ტატიშვილი და სხვები. მათი დიდი ნაწილი საბჭოთა რეპრესიებს ემხსვერპლა კიდეც და ამაში საბჭოთა ცენზურის სისტემის როლი უდიდესი იყო.

16 სექტემბერი 2020 image

რუსული საინფორმაციო ომი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

2020 წლის 3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა.

3 სექტემბერი 2020 image

კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროზე და რუსული კვალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა.

1 სექტემბერი 2020 image

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია

1  სექტემბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა.

13 აგვისტო 2020 image

რუსული სპორტი და პოლიტიკა

არის თუ არა სპორტი დაკავშირებული პოლიტიკასთან? უნდა გავმიჯნოთ თუ არა სპორტი და პოლიტიკა? რა კავშირები არსებობს სპორტსა და პოლიტიკას შორის? - ეს კითხვები პერიოდულად აქტუალური ხდება სხვადასხვა საზოგადოებაში.