მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები

21 ივნისი 2020 image

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობა - შეფასების რეიტინგი და კვლევის შედეგები

არქივების გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია ყველა ქვეყანაში ისტორიის შესწავლის კუთხით, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ეს საკითხი წინ იწევს ისეთ ქვეყნებში, სადაც არქივებს ძალუძს სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათი სამართლებრივი რეაბილიტაცია.

15 ივნისი 2020 image

კოვიდ-19-ის დროს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 2020 წლის 22 აპრილისთვის დანიშნული, რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ ხმის მიცემის თარიღი გაურკვეველი ვადით გადადო.

9 ივნისი 2020 image

ფოტოკამერის გამოყენების დაშვება საქართველოს არქივებში - აუცილებელი ნაბიჯი არქივების ღიაობისკენ

ღიაობა და ანგარიშვალდებულება დემოკრატიული პრინციპებია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თავისუფალი საზოგადოების განვითარება. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, ინფორმაციაზე წვდომა, არქივების გახსნილობა და საარქივო დოკუმენტების გასაჯაროება რიგი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას გაეცნოს და გაიაზროს ისტორია და ტოტალიტარული წარსული.

6 ივნისი 2020 image

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და შვედეთის სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული დოკუმენტების მიხედვით

საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნების აღიარების და მხარდაჭერის მოპოვება, რაც არ წარმოადგენდა მარტივ  ამოცანას იმ პერიოდში პოლიტიკური რეალობის და ევროპაში განვითარებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით.

27 მაისი 2020 image

5G ტექნოლოგია, რუსული დეზინფორმაცია და კორონავირუსი

მაშინ, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, სოციალურ ქსელებში საკმაოდ გახშირდა კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული. მსგავს თეორიებს ავრცელებენ როგორც არასანდო წყაროები, ასევე - ცნობილი ადამიანებიც: მომღერალი კერი ჰილსონი, მომღერალი M.I.A, მოკრივე ამირ ხანი, ტელეწამყვანი ამანდა ჰოლდენი, მსახიობი ვუდი ჰარელსონი და სხვები.

26 მაისი 2020 image

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას წინ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უსწრებდა: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წლის 12 მარტი) და თბილისის უნივერსიტეტის დაარსება (1918 წლის 26 იანვარი). როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე აღნიშნავს, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილს, ორივე ამ საშვილიშვილო საქმეში გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი. თუ ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში იგი მონაწილის როლით შემოიფარგლა, საქართველოს პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება მთლიანად მისი ძალისხმევის ნაყოფი იყო.

26 მაისი 2020 image

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), 2020 წლის 26 მაისის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ რიგით მეორე მემორიალურ ალბომს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილს ეძღვნება.

21 მაისი 2020 image

ფოტოკამერის გამოყენების დაშვება საქართველოს არქივებში

.

18 მაისი 2020 image

მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience რეგიონული ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience, რეგიონულ ონლაინ შეხვედრაში.

 

8 მაისი 2020 image

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას ევროპული სახელმწიფოები 8 მაისს ზეიმობენ, საქართველო დღემდე იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ეს ისტორიული მოვლენა 9 მაისს აღინიშნება. 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ძირითადად პოსტ საბჭოთა ქვეყნები ზეიმობენ ბალტიისპირეთის გამოკლებით.