IDFI-მ საერთაშორისო ინსტიტუტ CEVRO-ს ჟურნალისთვის სამი სტატია დაწერა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 31 აგვისტო 2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური სწავლებების ინსტიტუტ CEVRO-ს პროექტში, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმებიდან დემოკრატიის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ჟურნალების გამოქვეყნებას. ინსტიტუტი CEVRO 1999 წელს დაარსდა პრაღაში როგორც საჯარო პოლიტიკის თინქ-თენქი და დღემდე მრავალ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს განათლების სფეროში. ბოლო რამდენიმე წელია უნივერსიტეტს გააჩნია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ორგანიზაცია ჩართულია დემოკრატიის გაძლიერებაში არა მხოლოდ ჩეხეთში, არამედ გარდამავალი დემოკრატიის პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებშიც.


ჟურნალის გამოქვეყნების პროექტი, თავდაპირველად, პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ინსტიტუტმა თითოეულ მათგანზე გამოუშვა ჟურნალის ცალკე ნომერი, სადაც სფეროს ექსპერტებმა დაახლოებით 7-8 სტატიაში განიხილეს არქივების ღიაობის, უშიშროების სამსახურების რეორგანიზების, ლუსტრაციის, კანონშემოქმედების ასპექტებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიზაციისკენ მიმართული სხვა მსგავსი პროცესები.


პროექტის მეორე ეტაპზე საქართველოც ჩაერთო. სტატიების დასაწერად ინსტიტუტმა CEVRO სხვა ორგანიზაციებთან და კერძო ექსპერტებთან ერთად მიმართა IDFI-ისაც. საბოლოოდ, ორ ინსტიტუტს შორის შედგა შეთანხმება და IDFI-ს თანამშრომლებმა დაწერეს სამი სტატია: ანტონ ვაჭარაძე, “სარეჟიმო არქივები”, გიორგი კლდიაშვილი, “ლუსტრაცია” და ლევან ავალიშვილი, “პოლიტიკურ მსხვერპლთა რეაბილიტაცია”. სტატიები დაარედაქტირა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა და CEVRO-ს შემდგომ გამოშვებაში, რომელიც საქართველოს მიეძღვნება სამივე მათგანი იქნება გამოქვეყნებული. ჟურნალი დაიბეჭდება და ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულ ფორმატშიც.


პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე, ა/წ 19 ოქტომბერს გიორგი კლდიაშვილი და ანტონ ვაჭარაძე გაემგზავრებიან პრაღაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ერთდღიან ვორქ-შოპში და სხვა ქვეყნების მკვლევრებთან ერთად განიხილავენ თითოეულ სტატიას, ასევე ინსტიტუტთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024