1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა
25 თებერვალს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე პარლამენტის შენობის წინ - საზოგადოება „მემორიალმა“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რუსთაველის გამზირზე გამართეს გამოფენა თემაზე: „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა ფოტოებისა და სიების სახით“. გამოფენა ეძღვნებოდა ოკუპაციის პირველ წლებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დახვრეტილ პატრიოტთა ხსოვნას. გამოფენის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა ანტიჰუმანური რეჟიმის, ბოლშევიზმის, ქმედებათა შეხსენება მოსახლეობისათვის, რომლის 62% თურმე, სტალინელთა აზრით, მისტირის საბჭოთა კავშირს.