კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

30 ოქტომბერი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების დაშტრიხვის წესი პრობლემატურია

2017 წლის 15 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N864). სარჩელის ფარგლებში სადავოდ იყო გამხდარი  იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებითაც სამართალდამცავების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის დისკრეციული წესით გამოცემა იყო დადგენილი.

6 ოქტომბერი 2017 image

სასამართლო გადაწყვეტილებებში იურიდიული პირების დაშტრიხვის საკითხი

2015 წლის 19 ოქტომბერს სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტმა“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელეები არიან ივანე ამირაძე და სხვები სრული სახით, მხარეთა სახელების დაშტრიხვის გარეშე.

27 სექტემბერი 2017 image

ინფორმაციის კომისიონერთა მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

21 სექტემბერს, ქალაქ მანჩესტერში გაიმართა ინფორმაციის კომისიონერთა მე-10 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ძირითადი თემა სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელთა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იყო. აღნიშნული მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქართველოშიც. მოცემული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მექანიზმი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებაა.

26 სექტემბერი 2017 image

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტების გიორგი მშვენიერაძის და მარინე კაპანაძის მიერ და ეხება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 და 14 ივლისის გადაწყვეტილებების შეფასებას.

 

22 სექტემბერი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „მოსმენების საქმის“ განხილვის მონიტორინგის შედეგები

2017 წლის 7 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში, დასრულდა ე.წ. “მოსმენების” საქმის დასაშვებობის საკითხის განხილვა. სასამართლო ამ ეტაპზე არკვევდა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები, რამდენად იყო იმავე შინაარსის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ერთხელ უკვე ცნო. 

14 სექტემბერი 2017 image

ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (იანვარი-აგვისტო, 2017)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესის კონტროლს.

1 სექტემბერი 2017 image

დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება საქართველოში - საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერნეტის როლის უპრეცედენტოდ გაზრდის პარალელურად, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება იმ წესების განსაზღვრის საკითხი, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტ ურთიერთობებზე. მისი მიზანია, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს იმ ინტერესების დაცვა, რომლებსაც რიგ შემთხვევაში შეიძლება უპირისპირდებოდეს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ინტერნეტშიც.

7 აგვისტო 2017 image

სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა

როგორცსაზოგადოებისათვისარისცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღისმართლსაწინააღმდეგოტარებისბრალდებით (სისხლისსამართლისკოდექსის 236-ემუხლი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს IDFI-ისდირექტორიგიორგიკლდიაშვილი და3 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

27 ივლისი 2017 image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯები (2011-2016 წლები)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2015 წლის მარტიდან აწარმოებდა სასამართლო დავას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა 2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია.

30 ივნისი 2017 image

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები კორუფციულ რისკებს შეიცავს

საქართველოს პარლამენტში 2017 წლის 25 მაისს დარეგისტრირდა კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა, ხოლო ავტორი ეროვნული ბანკია.