ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ სარჩელების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.
22 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით წარმართული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის დახურვის ღონისძიება გამართა.