კოალიცია ეხმიანება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ ცვლილებების მიღების გაცხადებული მიზანი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, კანონპროექტი ვერ ასრულებდა მართლმსაჯულების შესახებ რეკომენდაციას.