კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

23 სექტემბერი 2022 image

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” წინადადებები ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულებასთან დაკავშირებით

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) წარმოდგენილია ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ ოთხ სამუშაო ჯგუფში.

22 სექტემბერი 2022 image

სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღება მიიქცია ყოფილი მოსამართლეების განცხადებებმა, რომლებიც მოსამართლეებზე ზეწოლის და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობენ. 

22 სექტემბერი 2022 image

მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები რეაგირებას საჭიროებს

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც იგი მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. 

19 სექტემბერი 2022 image

თელარა გელანტიამ IDFI-ს სამართლებრივი მხარდაჭერით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა

IDFI სამართლებრივ დახმარებას უწევს „ბიზნეს მედია საქართველოს“ (BMG) ჟურნალისტ, თელარა გელანტიას, საქართველოს მთავრობის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის საქმეზე.

13 სექტემბერი 2022 image

მედიის ადვოკატირების კოალიცია თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრების აკრძალვის ფაქტს ეხმიანება

თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრების აკრძალვა აჩენს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასაბუთებულ ეჭვს. მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. 

 

20 აგვისტო 2022 image

მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს ISFED-ის ჩართულობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში

2022 წლის 18 აგვისტოს,  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) “ქართულმა ოცნებამ” უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე. 

15 აგვისტო 2022 image

ვეხმიანებით ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე

ევროკომისიის 2022 წლის 10 აგვისტოს ანგარიში მიმოიხილავს 2021 წლის განმავლობაში  და 2022 წლის 6 სექტემბრამდე (ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე) პერიოდში საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების დინამიკას. 

12 აგვისტო 2022 image

ვეხმიანებით იოსებ გოგაშვილის საქმეს და ბრალდებულის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. 

12 აგვისტო 2022 image

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო კოალიციის განცხადებას ეხმიანება

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ (CCJE) 10 აგვისტოს გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომლითაც ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს.

 

10 აგვისტო 2022 image

"შინ ევროპისკენ" კლიპის განთავსების გამო კრიტიკული მედიის სანქცირების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი  “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტელეკომპანია პირველი” კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო.