კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

6 დეკემბერი 2021 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კახი ბექაურის განცხადებას ეხმიანება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადება მედიის რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს.

 

2 დეკემბერი 2021 image

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას კრიტიკულად აფასებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის დანიშვნას. კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესები არსებითად პრობლემურია, რადგან არასაკმარისად არის დაზღვეული ამ პროცესზე შიდა და გარე გავლენების საფრთხეები. ამავდროულად, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას.

1 დეკემბერი 2021 image

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ

ხელმომწერი ორგანიზაციები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. 

 

24 ნოემბერი 2021 image

კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას. 

22 ნოემბერი 2021 image

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიქმნან ზუსტი წარმოდგენა მართლმსაჯულების ხარისხზე, მის დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე. სამწუხაროდ, სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის დღემდე დახურულია.

17 ნოემბერი 2021 image

IDFI-ის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის საქმეთა განხილვა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. პენიტენციური სამსახური უარს ამბობს სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე და პატიმრის ბადრაგირებაზე, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. 

 

12 ნოემბერი 2021 image

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI ა(ა)იპ „მედიააკადემიის” წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა IDFI-ს სამართლებრივი პოზიცია და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

11 ნოემბერი 2021 image

ვეხმიანებით მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანის კადრების გავრცელებას

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოებერს მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში იძულებითი შესახლების კადრები გაავრცელა. სამსახურის განმარტებით, მათ მიზანი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

10 ნოემბერი 2021 image

კოალიცია მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ნაწილის საჯარო გამოხმაურება და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადებისგან გამიჯვნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისათვის. 

9 ნოემბერი 2021 image

ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებითა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რაც მისი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.