ინტერნეტის თავისუფლება და ციფრული უფლებები საქართველოში: სისტემური გამოწვევები

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი | ანგარიში 1 თებერვალი 2022

საზოგადოებრივი ცხოვრების ვირტუალიზაცია ტექნოლოგიური განვითარების გარდაუვალ შედეგს წარმოადგენს და ფიზიკური ურთიერთობის თითოეული ფორმას, ეტაპობრივად, ციფრული ალტერნატივა უჩნდება. შედეგად, იმატებს ადამიანთა დამოკიდებულება კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე, რაც თავისთავად იწვევს ციფრული სფეროს მნიშვნელობისა ზრდას. სახელდობრ, ტექნოლოგიური განვითარება გავლენას ახდენს სახელმწიფოთა მოწყობისა თუ ფუნქციონირების ყველა ძირითად ღირებულებაზე - დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხარისხზე, ისევე, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე.

 

ბუნებრივია, სამართალი, როგორც სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ინდივიდს შორის თამაშის წესების დამდგენი ინსტრუმენტი, მოწესრიგების მიღმა ვერ დატოვებს ამდენად მნიშვნელოვან სფეროს. იმავდროულად, ტექნოლოგიური განვითარებიდან მომდინარე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, შესაბამისად, საპასუხოდ ან/და გამოსაყენებლად უნივერსალური სამართლებრივი პასუხები არ არსებობს.

 

ადამიანის ბუნებით უფლებები აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე, როგორც საქართველოს არაერთი საერთაშორის ხელშეკრულებით, რომლებიც საქართველოში უშუალოდ მოქმედ სამართალს წარმოადგენს. ტექნოლოგიურ განვითარების წყალობით, არაერთ ძირითად უფლებას უკვე აქვს ციფრული რეალიზების ალტერნატივა. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრება, საკუთრების უფლება და ა.შ. მიუხედავად ამისა, თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად უფლებას ციფრული რეალიზების პოტენციალი გააჩნია, ამ უფლებას ავტომატურად ციფრულ უფლებად არ აქცევს, თუმცა არც ამას გამორიცხავს. კერძოდ, ინტერნეტის თავისუფლებასთან და ციფრულ უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მოთხოვნები, ხშირად, რომელიმე ძირითადი უფლებით დაცული სფეროს კონკრეტულ სეგმენტს წარმოადგენს. მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში ადამიანთა აქტივობის მონიტორინგი წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრებით დაცულს სფეროს, თუმცა, იგი, იმავდროულად, არის ინტერნეტის უსაფრთხოებისა და თავისუფლების აუცილებელი კომპონენტი. 

 

ანგარიშში მიმოხილულია ციფრულ უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტზე წვდომასა და ინტერნეტის უსაფრთხოებასთან, ისევე, როგორც ადამიანის პირად ცხოვრებასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან. ჩვენ გავაანალიზებთ ციფრული უფლებების რეგულირების კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით არსებულ ძირითად მოთხოვნებს, ამ მოთხოვნათა შესრულებისთვის განსაზღვრულ პასუხისმგებელ ორგანოებს/პირებს, ისევე, როგორც ძირითად გამოწვებს, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ციფრულ უფლებათა რეალიზებას საქართველოში.

 

ძირითადი მიგნებები

 

- ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებებია. საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლები იცავს ციფრულ უფლებათა ცალკეულ კომპონენტებს.

 

- მომხმარებელთა უფლებების რეგლამენტით, გამოხატვის თავისუფლებისთვის დადგენილ შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

 

- საქართველოში ინტერნეტ „კონტენტის“ შეზღუდვა, დასაშვებია თუ იგი წარმოადგენს პორნოგრაფიას, არღვევს საავტორო უფლებს ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

 

- ინტერნეტ „კონტენტის“ შეზღუდვის მოქმედი სამართლებრივი მოდელი წარმოშობს ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების დაუსაბუთებელი და არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს.

 

- ცხადად, არ არის განსაზღვრული ინტერნეტ სერვის პროვაიდერის და დომენის რეგისტრატორის უფლებები და ვალდებულებები ინტერნეტ კონტენტის შეზღუდვის თვალსაზრისით.

 

- ინტერნეტ „კონტენტის“ შეზღუდვის არსებული მოდელი არ არის გამჭვირვალე. საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები დაბლოკილი ვებგვერდების/ინფორმაციის და მომთხოვნი დაწესებულებების თაობაზე.

 

- საქართველოს კანონმდებლობა კომუნიკაციების კომისიას ანიჭებს, ინტერნეტ სერვის პროვაიდერ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას. სპეციალური მმართველის ინსტიტუტი არ მოდიფიცირებულა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად.

 

- სახელმწიფო ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან აკოპირებს და მინიმუმ 12 თვის ვადით ინახავს საქართველოს მასშტაბით აკუმულირებულ ელექტრონული კომუნიკაციები მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

 

- საქართველოში ინტერნეტი ზოგადად თავისუფალია, თუმცა მსუსხავი ეფექტი ინტერნეტის თავისუფალი სარგებლობისას არის ძლიერი.

 

- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამ დააზარალა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელი ორგანოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი.

 

რეკომენდაციები

 

- საკმარისი სიცხადით უნდა განისაზღვროს ინტერნეტ „კონტენტის“ დაბლოკვისა და ფილტრაციის სამართლებრივი მოდელი:

 

- ნათლად ჩამოყალიბდეს მომსახურების მიმწოდებლის უფლებები და ვალდებულებები;

 

- განისაზღვროს ინტერნეტ „კონტენტის“ დაბლოკვის მოთხოვნით მომსახურების მიმწოდებლისთვის მიმართვაზე უფლებამოსილი ორგანოები/პირები ან მათი გვარეობითი სტანდარტი;

 

- ჩამოყალიბდეს დაუშვებელი პროდუქციის თაობაზე მომსახურების მიმწოდებლისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხობრივი სტანდარტი;

 

- ინტერნეტ „კონტენტის“ ბლოკირებისა და ფილტრაციის გამჭვირვალობა უდნა გაიზარდოს. უნდა შედგეს და გამოქვეყნდეს პერიოდული ანგარიშები აღნიშნული მექანიზმის გამოყენების თაობაზე. უნდა განისაზღვროს, ამ ანგარიშების შედგენის მინიმალური მოთხოვნები.

 

- ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის არსებული მოდელი უნდა გაუქმდეს ან ჩამოყალიბდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

 

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ე.წ. მოსმენების საქმეზე (N3/4/N885-924, 928-929, 931-1207, 1213, 1220-1224, 1231).

 

- საქართველოს პროკურატურამ დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს სისტემური ფარული ელექტრონული თვალთვალის შესაძლო შემთხვევები საქართველოში.

 

/public/upload/Analysis/internet_freedom_and_digital_rights_in_georgia_compressed (1).pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024