კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი წარმართოს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის გატარებამდე.
2021 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ცაბუტაშვილს, უფლებამოსილების ვადა ეწურება. სასამართლოს ახალი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და კანონმდებლობის თანახმად, ახალი წევრი თანამდებობაზე 26 ივნისიდან 16 ივლისამდე შუალედში უნდა გამწესდეს.
26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წლის ვადით 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რითაც სრულიად უგულვებელყო საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება და ამ გადაწყვეტილებით, სასამართლოს სისტემაში გაბატონებული კლანის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.
გლობალურმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, გავლენა იქონია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზესაქართველოში, შეაფერხა მოსალოდნელი საკანონდებლო ცვლილებების მიღებისა და საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების პროცესი.
27 მაისს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გამოწვევების შესახებ ონლაინ დისკუსია და ანგარიშის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა” პრეზენტაცია გამართა.
ერთ წელზე მეტია საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიასთან ცდილობს გამკლავებს. ამ ბრძოლის ეფექტებს სოციალური ურთიერთობების არცერთი სფერო არ დაუტოვებია ხელშეუხებელი.
2021 წლის 24 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ ფარგლებში გამართა დისკუსია თემაზე de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, 26 მაისს არ ჩაატარონ XXIX რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება.
პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ 108-ე კონვენცია[1] მონაცემთა დაცვის თაობაზე პირველ და ამ სფეროში სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ერთადერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს.