კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

7 ივნისი 2021 image

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსს ეხმიანება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი წარმართოს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის გატარებამდე.

4 ივნისი 2021 image

კოალიცია: საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ინკლუზიური პროცესით უნდა შეირჩეს

2021 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ცაბუტაშვილს, უფლებამოსილების ვადა ეწურება. სასამართლოს ახალი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და კანონმდებლობის თანახმად, ახალი წევრი თანამდებობაზე 26 ივნისიდან 16 ივლისამდე შუალედში უნდა გამწესდეს.

 

28 მაისი 2021 image

ხელისუფლების უმოქმედობა კლანის მხარდაჭერის დემონსტირებაა

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წლის ვადით 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რითაც სრულიად უგულვებელყო საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება და ამ გადაწყვეტილებით, სასამართლოს სისტემაში გაბატონებული კლანის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.

27 მაისი 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა

გლობალურმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა  შეზღუდვებმა, საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, გავლენა იქონია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზესაქართველოში, შეაფერხა მოსალოდნელი საკანონდებლო ცვლილებების მიღებისა  და საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების პროცესი. 

 

27 მაისი 2021 image

ონლაინ დისკუსია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გამოწვევების შესახებ

27 მაისს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გამოწვევების შესახებ ონლაინ დისკუსია და ანგარიშის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა” პრეზენტაცია გამართა.

 

25 მაისი 2021 image

de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში და ადამიანის უფლებები პანდემიისას

ერთ წელზე მეტია საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიასთან ცდილობს გამკლავებს. ამ ბრძოლის ეფექტებს სოციალური ურთიერთობების არცერთი სფერო არ დაუტოვებია ხელშეუხებელი.

24 მაისი 2021 image

საჯარო დისკუსია: de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში

2021 წლის 24 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ ფარგლებში გამართა დისკუსია თემაზე  de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში.

 

20 მაისი 2021 image

ხელმომწერი ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, 26 მაისს არ ჩაატარონ  XXIX რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა.

18 მაისი 2021 image

კოალიცია პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება.

 

27 აპრილი 2021 image

მოდერნიზებული 108-ე კონვენციის მნიშვნელობა საქართველოსთვის

პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ 108-ე კონვენცია[1] მონაცემთა დაცვის თაობაზე პირველ და ამ სფეროში სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ერთადერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს.